ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფლის 58 ოჯახში მზის მიკროსადგურები დამონტაჟდა, ასეთი სოციალური პროგრამები კი მნიშვნელოვანია მთის მოსახლეობის დამაგრებისთვის - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი

ეკონომიკის სამინისტრო

დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფლის 58 ოჯახში, რომელთა მიერთება ცენტრალურ ქსელზე რთული რელიეფის გამო ვერ ხერხდება, მზის მიკროსადგურები დამონტაჟდა. პროექტს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ახორციელებს. დუშეთის მერის, კახაბერ ჩიტაურის თქმით, მსგავსი სოციალური პროგრამები მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონების გასაძლიერებლად.

დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფლის 58 ოჯახში მზის მიკროსადგურები დამონტაჟდა, ასეთი სოციალური პროგრამები კი მნიშვნელოვანია მთის მოსახლეობის დამაგრებისთვის - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი
დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფლის 58 ოჯახში მზის მიკროსადგურები დამონტაჟდა, ასეთი სოციალური პროგრამები კი მნიშვნელოვანია მთის მოსახლეობის დამაგრებისთვის - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერირუსთავი 2

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფლის 58 ოჯახში მზის მიკროსადგურები დამონტაჟდა, ასეთი სოციალური პროგრამები მნიშვნელოვანია მთის მოსახლეობის დამაგრებისთვის, - აცხადებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური.

მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს მთიანი რეგიონების საერთო გაძლიერებას.

„ასეთი სოციალური პროგრამები მნიშვნელოვანია მთის მოსახლეობის დამაგრებისთვის, ეს უწყობს მოსახლეობის დაბრუნებას, მთის გაძლიერებას და მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვან პროექტში“, - აღნიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, დუშეთის მაღალმთიანი სოფლების 58 ოჯახისთვის მზის მიკრო სადგურების მონტაჟს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი ხორციელდება დასახლებებისთვის, რომელთა მიერთება ცენტრალურ ქსელზე რთული რელიეფის და კლიმატური პირობების გამო ვერ ხერხდება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ასეთი სოციალური პროგრამები მნიშვნელოვანია მთის მოსახლეობის დამაგრებისთვის, ეს უწყობს მოსახლეობის დაბრუნებას, მთის გაძლიერებას და მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვან პროექტში“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.