ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

მედიააკადემიას ბონდო გასვიანი უხელმძღვანელებს

ComCom - კომუნიკაციების კომისიატელეიმედი

კომუნიკაციების კომისიის მიერ დაფუძნებულ მედიააკადემიას ახალი ხელმძღვანელი, ბონდო გასვიანი ჰყავს, რომელმაც აღნიშნულ პოსტზე გიორგი ფუტკარაძე ჩაანაცვლა.

მედიააკადემიას ბონდო გასვიანი უხელმძღვანელებს
მედიააკადემიას ბონდო გასვიანი უხელმძღვანელებსნეტგაზეთი

კომუნიკაციების კომისიის მიერ დაფუძნებულ მედიააკადემიას ბონდო გასვიანი უხელმძღვანელებს.

გასვიანი აღნიშნულ პოსტზე პირველ ოქტომბერს დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანი, გიორგი ფუტკარაძე ჩაანაცვლა. ფუტკარაძე მედიააკადემიის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან პირველ ოქტომბერს გაათავისუფლეს.

გიორგი ფუტკარაძე მედიააკადემიის დროებით ხელმძღვანელის პოსტს მიმდინარე წლის თებერვლიდან, მას შემდეგ იკავებდა, რაც აღნიშნული თანამდებობიდან შორენა შავერდაშვილი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ გაათავისუფლა.

როგორც ნეტგაზეთს კომუნიკაციების კომისიაში განუცხადეს, გიორგი ფუტკარაძე მუშაობას მედიააკადემიის მედიასკოლის ხელმძღვანელად გააგრძელებს.

რაც შეეხება ბონდო გასვიანს ის, განათლებით ეკონომისტია. 2010-2013 წლებში მუშაობდა შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” სხვადასხვა თანამდებობებზე; 2013 წელს მუშაობდა კერძო სექტორში, კერძოდ, ტურისტული კომპანია M – Tour -ში დირექტორის მოადგილედ; 2014-2019 წლებში მუშაობა გააგრძელა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტორის პოზიციაზე; 2019 წელს დაინიშნა აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს მინისტრის მოადგილედ; 2020-2025 წელებში მუშაობდა თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე; 2025 წლიდან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში იკავებს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას და არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.