“ანაკლიის პორტს სულ მცირე 3 წელი დასჭირდება ასამუშავებლად” - მსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის პრაქტიკის მენეჯერმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, შომიკ მენდირატამ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტს ასამუშავებლად სულ მცირე 3 წელი დასჭირდება. მისი თქმით, ქვეყანაში საპორტო სიმძლავრეებზე მოთხოვნაა, ხოლო „ლენდლორდის“ მოდელი საერთაშორისო პრაქტიკას შეესაბამება.

ანაკლიის პორტს სულ მცირე კიდევ 3 წელი დასჭირდება ასამუშავებლად, თუმცა პროექტი ზუსტად ასახავს მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების პრაქტიკულ განხორციელებას - ამის შესახებ “ანალიტიკა”-სთან ინტერვიუში ისაუბრა მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის პრაქტიკის მენეჯერმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, შომიკ მენდირატამ.
მენდირატას თქმით, ქვეყანაში დამატებით საპორტო სიმძლავრეებზე მკაფიო ეკონომიკური და ფინანსური მოთხოვნა არსებობს, ხოლო „ლენდლორდის“ (Landlord) მოდელზე გადასვლა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას შეესაბამება.
შემუშავებული მოდელის მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს საბაზისო საჯარო ინფრასტრუქტურას - საავტომობილო და სარკინიგზო კავშირებს, ტალღათმჭრელსა და დაღრმავებით სამუშაოებს, რის შემდეგაც ტერმინალები კონკურენტულ საწყისებზე, კონცესიით გადაეცემათ კერძო ინვესტორებს.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის თქმით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) დაინტერესებულია აღნიშნულ კონცესიებში შესაძლო მონაწილეობით.
სრულ ინტერვიუს შომიკ მენდირატასთან ნახავთ დღეს, 16.05 სთ.-ზე, “ანალიტიკა”-ში, BMGTV-ზე!
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.