ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“სასულიერო პირებიც არ არიან დაზღვეულები მძიმე ფსიქოლოგიური კრიზისებისგან” – ნიკოლოზ მეტრეველი

ნიკოლოზ მეტრეველმა სოციალურ ქსელში გამოხმაურება გამოთქვა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე და აღნიშნა, რომ გარდაცვლილის ტრაგედია პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენეს. მისი თქმით, სასულიერო პირებიც არ არიან დაზღვეულები ფსიქოლოგიური კრიზისებისგან და მხოლოდ სტატუსზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანა არასწორია.

“სასულიერო პირებიც არ არიან დაზღვეულები მძიმე ფსიქოლოგიური კრიზისებისგან” – ნიკოლოზ მეტრეველი
“სასულიერო პირებიც არ არიან დაზღვეულები მძიმე ფსიქოლოგიური კრიზისებისგან” – ნიკოლოზ მეტრეველიალია

ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი თანამშრომელი, ნიკოლოზ მეტრეველი:

შეგნებულად არ ვეხმაურებოდი ლაზარე ჯორბენაძის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს. ვფიქრობდი, რომ უბედურ გარდაცვლილს ოდნავ მაინც დაინდობდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა. საშოვარზე გამოსული ადამიანები სვავებივით დაეძგერნენ მიცვალებულს და მისი ტრაგედია საკუთარი მარგინალური პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენეს.

საქმე იქამდეც მივიდა, რომ უკვე გვესმის ისეთი გიჟური ისტორიები, თითქოს „ბოლოს რომ ვნახე, პატრიარქის სამედიცინო მონიტორინგის საიდუმლო ჩანაწერები ჰქონდა, ამის გაშუქებას აპირებდა და სამ დღეში მოკლეს“. ამგვარი კომიკური ამბების პოლიტიკური სენსაციის სახით გაყიდვა ყოველგვარი აბსურდის ზღვარს სცდება.

რაც შეეხება არგუმენტს: სასულიერო პირი იყო და თავს არ მოიკლავდა – ეს თავისთავად არაფერს ამტკიცებს. სასულიერო პირებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მძიმე ფსიქოლოგიური კრიზისებისგან დაზღვეულები არ არიან. ისტორიასაც არაერთი მსგავსი შემთხვევა ახსოვს. შესაბამისად, მხოლოდ სასულიერო სტატუსიდან დასკვნის გამოტანა, რომ თვითმკვლელობა გამორიცხულია და აუცილებლად მკვლელობა მოხდა, სერიოზული არგუმენტი საერთოდ არ არის.

თავად განსვენებულის განცხადებებიც რეალურ საფუძველს იძლევა დავსვათ კითხვა, თუ რამდენად რეალისტურად აღიქვამდა იგი კონკრეტულ მოვლენებს.

და ბოლოს, მის ე.წ მეგობრებს მინდა ვურჩიო: ტრაგიკულად გარდაცვლილის ხსოვნას პატივისცემა სჭირდება და არა მისი სახელით პოლიტიკური ქულების წერა, ინტრიგების შეთხზვა და ეთერიდან ეთერში უნამუსოდ პოზირება.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“სცენარია ასეთია: ირაკლი კობახიძე მოიხსენიე უშვერად, მაგრამ ვითომ სიმონიანის გამო გსჯიან” – ნიკოლოზ მეტრეველიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები