ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

,,ვინ გადაიხდის 5-10 მილიონს ბინაში, კორპუსში და კალაძის საცობებში?!” – ირაკლი აბესაძე

კორუფციის მკვლევარმა ირაკლი აბესაძემ ტრამპ თაუერის მშენებლობის პრეზენტაცია შეაფასა და კითხვა დასვა იმის შესახებ, თუ ვინ გადაიხდის მილიონებს ბინაში დელისის მეტროსთან და საცობებში. აბესაძემ ასევე გააკრიტიკა პრემიერ კობახიძის განცხადება პროექტით განსაზღვრული კვადრატული მეტრების შესახებ და მიუთითა, რომ მერიაში შესული განაშენიანების რეგულირების გეგმის ცვლილება სხვა ციფრებს აჩვენებს.

,,ვინ გადაიხდის 5-10 მილიონს ბინაში, კორპუსში და კალაძის საცობებში?!” – ირაკლი აბესაძე
,,ვინ გადაიხდის 5-10 მილიონს ბინაში, კორპუსში და კალაძის საცობებში?!” – ირაკლი აბესაძეალია

ტრამპ თაუერის მშენებლობის პრეზენტაციას, რომელიც დღეს გაიმართა, ეხმაურება კორუფციის მოვლევარი, ირაკლი აბესაძე:

,,ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ჰოოდა, წარმატებას ვუსურვებ ტრამპის ორგანიზაციას სხვა პროექტებში, მაგრამ ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში.

✔️ ახლა კიდევ ერთი სიახლე: დღეს ე.წ პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ ამ პროექტით ქალაქს 600,000 კვ.მ თანამედროვე სივრცე შეემატებაო, არადა თბილისის მერია ახლა იხილავს განაშენიანების რეგულირების გეგმაში (გრგ) ცვლილებას, სადაც ,,ტრამპ თაუერის” ქართველი მშენებლები (ჩემი აზრით, მნგრეველები) ითხოვენ ,,მხოლოდ” 373,863 კვ.მ-ის (!!!) მშენებლობას. ანუ პრემიერმა ამ ფართობის გაორმაგება დაანონსა?! თუ იცრუა?”

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.