ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ლორენს გლიკი: ჩვენ საქართველოში ფუფუნების ბრენდის წარმომადგენლები ვიქნებით, როცა ჩვენ შემოვდივართ, ბევრი სხვა ორგანიზაცია და ბრენდიც შემოვა

ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ლორენს გლიკმა თბილისში გამართულ "ტრამპთაურის" ოფიციალურ საერთაშორისო ღონისძიებაზე განაცხადა, რომ საქართველოში ფუფუნების ბრენდით შემოდიან, რაც სხვა ორგანიზაციებისა და ბრენდების შემოსვლასაც შეუწყობს ხელს. მან მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, გუნდის წევრებსა და დამფუძნებლებს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ღონისძიებას დისტანციურად ერიკ ტრამპიც შეუერთდება.

ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ლორენს გლიკი: ჩვენ საქართველოში ფუფუნების ბრენდის წარმომადგენლები ვიქნებით, როცა ჩვენ შემოვდივართ, ბევრი სხვა ორგანიზაცია და ბრენდიც შემოვა
ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ლორენს გლიკი: ჩვენ საქართველოში ფუფუნების ბრენდის წარმომადგენლები ვიქნებით, როცა ჩვენ შემოვდივართ, ბევრი სხვა ორგანიზაცია და ბრენდიც შემოვარუსთავი 2

ჩვენ მსოფლიოში გვაქვს 30 პროექტი და არასდროს მინახავს ისეთი ადამიანები, რომლებიც ასეთი კეთილგანწყობით დაგვხვდნენ, ასე გულითადად მოგვესალმნენ, – ამის შესახებ ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტმა, ლორენს გლიკმა თბილისში, "ტრამპთაურის" ოფიციალურ საერთაშორისო ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში "ტრამპთაუერის" შემოსვლის კვალდაკვალ სხვა დიდი ბრენდებიც შემოვლენ.

"შესანიშნავი დახვედრა იყო. როდესაც ჩვენ შემოვდივართ ასეთი ფუფუნების ბრენდით და გვექნება ასეთი "თაუერი" საქართველოში, ბევრი სხვა ორგანიზაცია და სხვა ბრენდიც შემოვა. უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, ასევე გუნდის წევრებს მხარდაჭერისთვის. ბატონ ილიას, ბატონ ზაზას და სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებლებს.

ყველა ეს ადამიანი მართლაც აღუწერელ მხარდაჭერას გვიწევდა. ჩვენ ფუფუნების ბრენდის წარმომადგენლები ვიქნებით და სწორედ იმას გავაკეთებთ აქ, რაც ადრე არ ყოფილა", – განაცხადა ლორენს გლიკმა.

მისივე თქმით, ღონისძიებას დისტანციურად შეუერთდება ერიკ ტრამპიც.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოში, ბევრი სხვა ორგანიზაცია და სხვა ბრენდიც შემოვა. უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, ასევე გუნდის წევრებს მხარდაჭერისთვის. ბატონ ილიას, ბატონ ზაზას და სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებლებს. ყველა ეს ადამიანი მართლაც აღუწერელ მხარდაჭერას გვიწევდა. ჩვენ ფუფუნების ბრენდის წარმომადგენლები ვიქნებით და სწორედ იმას გავაკეთებთ აქ, რაც ადრე არ ყოფილა“
ლორენს გლიკი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
თბილისში „ტრამპთაუერ თბილისის“ საერთაშორისო წარდგენის ღონისძიება გაიმართა [ფოტო/ვიდეო]წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები