„ევროპა საკმარისად ძლიერი უნდა იყოს პუტინის შესაკავებლად“ — რადოსლავ სიკორსკი
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ გაყინული კრემლის აქტივები რუსეთს არ დაუბრუნდება და ისინი უკრაინის აღდგენასა და ომის რეპარაციებს მოხმარდება. მისი თქმით, რუსეთი ომის დასრულების შემდეგაც საფრთხედ დარჩება და ევროპა საკმარისად ძლიერი უნდა იყოს პუტინის შესაკავებლად.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი რუსეთდან მომავალ საბრთხეებზე საუბრობს:
,,ევროპაში გაყინული კრემლის აქტივები რუსეთს არასდროს დაუბრუნდება. ისინი შესაძლოა მომავალში ომის რეპარაციების სახით ან უკრაინის აღდგენის დასახმარებლად იქნეს გამოყენებული, ან ახლავე მივმართოთ შემდგომი ნგრევის თავიდან ასაცილებლად და მომავალი რეკონსტრუქციის გასაიაფებლად. სამწუხაროდ, ომი ხვალაც რომ დასრულდეს, რუსეთი საფრთხედ დარჩება.
ჩვენ არ გვაქვს უფლება, კიდევ ერთხელ სათანადოდ ვერ შევაფასოთ მოსკოვის მილიტარიზმის საფრთხე. ევროპა არ არის გლობალური იმპერია და არც გეგმავს ასეთი გახდეს. ჩვენ არ გვჭირდება სამხედრო ბაზები მსოფლიოს ყოველ კუთხეში. ჩვენ უნდა ვიყოთ საკმარისად ძლიერი, რომ პუტინი შევაკავოთ."
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.