ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ლევან ღირსიაშვილი და ილია ბეგიაშვილი ველისციხის საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდნენ

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი ველისციხის საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მშობლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სკოლის შენობის მდგომარეობისა და სამუშაოების გამო, მოსწავლეები ერთი თვის განმავლობაში სწავლას ონლაინფორმატში გააგრძელებენ, პარალელურად კი მეორე კორპუსის დემონტაჟი და ახალი შენობის მშენებლობა დაიწყება.

ლევან ღირსიაშვილი და ილია ბეგიაშვილი ველისციხის საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდნენ
ლევან ღირსიაშვილი და ილია ბეგიაშვილი ველისციხის საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდნენრუსთავი 2

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდნენ.

საუბარი შეეხო სასწავლო პროცესის განახლებას, მოსწავლეებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას, სკოლის შენობის ამჟამინდელ მდგომარეობასა და ადგილზე განსახორციელებელ სამუშაოებს.

აღინიშნა, რომ სკოლის შენობასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები ექსპერტიზის შედეგებისა და სპეციალისტების ოფიციალური შეფასებების საფუძველზე მიიღება.

ლევან ღირსიაშვილმა სასწავლო პროცესის უწყვეტობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ მოსწავლეებისა და სკოლის თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემო იყოს უზრუნველყოფილი.

შეხვედრის მონაწილეებმა სასწავლო პროცესის გაგრძელების რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი განიხილეს.

პედაგოგებთან და მშობლებთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ მოსწავლეები ერთი თვის განმავლობაში სწავლას ონლაინფორმატში გააგრძელებენ. ამ პერიოდში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სკოლაში შესაბამის სამუშაოებს განახორციელებს, რის შემდეგაც მოსწავლეები სკოლის შენობაში, უსაფრთხო გარემოში განაახლებენ სწავლას.

პარალელურად, დაიწყება სკოლის შენობის მეორე კორპუსის დემონტაჟი და ახალი სასკოლო შენობის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. ლევან ღირსიაშვილმა და ილია ბეგიაშვილმა მოსწავლეთა მშობლებისა და სკოლის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს და მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.