ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

როგორ არ გაჩერდა ქომაგობა - BOG, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი (რ)

საქართველოს ბანკისაქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩი ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარა. შეზღუდვების გამო გულშემატკივრები სტადიონზე ვერ შევიდნენ, თუმცა ნაკრების მთავარი სპონსორის, საქართველოს ბანკის ინიციატივით, ქალაქში სპეციალური საგულშემატკივრო ტრიბუნები მოწყო და ქომაგებმა მხარდაჭერა ქუჩიდან გამოხატეს.

როგორ არ გაჩერდა ქომაგობა - BOG, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი (რ)
როგორ არ გაჩერდა ქომაგობა - BOG, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი (რ)ტაბულა

25 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პირველი საშინაო მატჩი ჩრდილოეთ ირლანდიასთან ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარა. არსებული შეზღუდვების გამო, გულშემატკივრები თამაშს ვერ ესწრებოდნენ, თუმცა ამას გულშემატკივრები არ შეუჩერებია.

საქართველოს ბანკმა, როგორც ეროვნული ნაკრების მთავარმა სპონსორმა, ეს შეზღუდვა ახალ შესაძლებლობად აქცია და შექმნა კამპანია - "ქომაგობა არ ჩერდება“.

ჩანაფიქრი მარტივი იყო: თუ გულშემატკივარი ვერ შედის სტადიონზე, მაშინ თავად ქალაქი უნდა იქცეს საგულშემატკივრო სივრცედ. ასე გაჩნდა იდეა, რომ სტადიონზე აკრძალული ქომაგობა პირდაპირ ქუჩაში, სპეციალურად მოწყობილ ტრიბუნებზე გამოსულიყო.

მატჩის დღეს, 17:00 საათიდან, დინამოსთან მისასვლელ გზაზე ნამდვილი საფეხბურთო მოძრაობა დაიწყო. აქ მოსულ გულშემატკივრებს სამი სპეციალური ლოკაცია დახვდათ: პირველი ტრიბუნა მესხის ძეგლთან განთავსდა, მეორე - ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიასთან, ხოლო მესამე, ცაბაძის ქუჩის კუთხეში, სასკოლო ლიგის ბავშვებმა დაიკავეს. სამივე წერტილიდან ერთიანი ენერგია მიემართებოდა მოედნისკენ, რაც ნაკრების ავტობუსის გამოჩენისას განსაკუთრებულ ხმაურში გადაიზარდა.

ეს ყველაფერი საქართველოს ბანკის, ფეხბურთის ფედერაციისა და ნაკრების ქომაგების ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა. თუმცა მთავარი როლი მაინც იმ ადამიანებმა ითამაშეს, რომლებმაც ქუჩის ტრიბუნები შეავსეს. ქართული სპორტის ქომაგების პრეზიდენტი, ბექა ნოზაძე, ამ შეკრების მუხტს ასე იხსენებს:

“როდესაც ჩვენ ვუსმენთ საქართველოს ჰიმნს, ამ დროს ვფიქრობთ, რომ გავდივართ ბრძოლის ველზე. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ითამაშებს მოედანზე, მთავარია როგორ თამაშობენ ის ადამიანები, რომლებსაც საქართველოს ნაკრების მაისური აცვიათ. პატიოსანი ქომაგი არასდროს ვყოფილვარ, ბავშვობიდან მიყვარდა ფეხბურთი და ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო იყო, როცა გადავძვრებოდი, შევიპარებოდი თამაშზე და სხვის კუთვნილ ადგილას დავჯდებოდი. ეს მოგონება დღემდე მახსენებს, რომ ქომაგობას ვერაფერი აჩერებს - ვერც შეზღუდვები, ვერანაირი ბარიერი“, - აღნიშნავს ბექა ნოზაძე.

25 სექტემბრის საღამომ ერთი რამ ნათლად აჩვენა: გულშემატკივრობა 90-წუთიან მატჩზე გაცილებით მეტია. სტადიონის კარები შეიძლება დაკეტილი იყოს, მაგრამ მხარდაჭერისთვის სივრცე მაინც მოიძებნება.

საქართველოს ნაკრებს წინ ორი გასვლითი მატჩი აქვს:

2 ოქტომბერი, 22:45 – უნგრეთი vs საქართველო

5 ოქტომბერი, 22:45 – ჩრდილოეთ ირლანდია vs საქართველო

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ფეხბურთელებს.

ქომაგობა არ ჩერდება! საქართველოს ბანკი, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.