ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში, ქუთაისსა და წყალტუბოში, რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა. ინდივიდუალური მეწარმეები სავალდებულო აღიარებისა და რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდნენ სურსათს. კანონმდებლობის შესაბამისად, ისინი დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინარუსთავი 2

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ქუთაისსა და წყალტუბოში ინდივიდუალურ მეწარმეთა ნ. თ.-ის (მისამართი: ქუთაისი, ნიკეას ქუჩა N19) და ნ. ქ. (მისამართი: წყალტუბო,სოფელი მაღლაკი მე-3 ქუჩა N72) კუთვნილი ობიექტების ინსპექტირების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.

ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორები სურსათს (მაწონი, ყველი) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდნენ.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.