2012 წლის 1 ოქტომბერი იყო დემოკრატიული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი აქტი - ლაშა ფარულავა
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 14 წელი გავიდა. მმართველი გუნდი განვლილ წლებს აჯამებს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ 2012 წლის არჩევნები დემოკრატიული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო.

14 წელი გამარჯვებიდან - ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლიდან დღეს 14 წელი გავიდა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მოსახლეობის ხმების 55% მოიპოვა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაამარცხა. ეს არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იყო პირველი შემთხვევა, როცა ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა.
"ქართული ოცნება" განვლილ 14 წელს აჯამებს, საუბრობს გამოწვევებსა და წარმატებებზე. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გააგრძელებენ უცვლელ პოლიტიკას საქართველოს მშვიდობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში დემოკრატიული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო.
"2012 წლის 1 ოქტომბერი იყო დემოკრატიული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი აქტი, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება, პირველ რიგში პატივი სცა ქართველი ხალხის არჩევანს", - აცხადებს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.
ციტატები სტატიიდან
„2012 წლის 1 ოქტომბერი იყო დემოკრატიული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი აქტი, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება, პირველ რიგში პატივი სცა ქართველი ხალხის არჩევანს“
„2012 წლის 1 ოქტომბერი იყო დემოკრატიული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი აქტი, როდესაც“
„მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება, პირველ რიგში პატივი სცა ქართველი ხალხის არჩევანს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.