პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის მერია 3-4 ოქტომბერს „თბილისობასთან“ დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის მერია

თბილისის მერიის ცნობით, 3-4 ოქტომბერს „თბილისობა“ ქალაქის ხუთ ლოკაციაზე მასშტაბურად აღინიშნება. ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია კულტურული, გასართობი, შემეცნებითი აქტივობები, გამოფენა-გაყიდვები, კონცერტები და 4 ოქტომბერს თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.

თბილისის მერია 3-4 ოქტომბერს „თბილისობასთან“ დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს
ინტერპრესნიუსი

თბილისის მერიის ცნობით, 3-ოქტომბერს, „თბილისობა“ მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება.

მათივე განმარტებით, რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს.

„ყველა ლოკაციაზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები დახვდებათ. ღონისძიების ტერიტორიაზე ტრადიციულად განთავსდება სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები და ღია კინოთეატრი. მოეწყობა სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები და თანამედროვე კონდიტერია.

ამასთან, დღის განმავლობაში, გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები. ორივე დღის პროგრამა მუსიკალური საღამოებით და თეატრალიზებული წარმოდგენებით დასრულდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მერია ასევე განმარტავს, რომ 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

იხილეთ „თბილისობის“ პროგრამა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 6
  1. პირველი არხისამთავრობოთბილისის მერია „თბილისობა 2026“-ის ღონისძიებათა პროგრამას აქვეყნებს
  2. იმედინიუსისამთავრობო3-4 ოქტომბერს „თბილისობა“ აღინიშნება - ხუთ ლოკაციაზე მრავალფეროვანი პროგრამა იქნება წარმოდგენილი
  3. იმედინიუსისამთავრობო3-4 ოქტომბერს „თბილისობა“ ხუთ ლოკაციაზე მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება
  4. იმედინიუსისამთავრობო3-4 ოქტომბერს „თბილისობა“ ხუთ ადგილას მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება
  5. იმედინიუსისამთავრობო3-4 ოქტომბერს „თბილისობა“ ხუთ ადგილზე მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება
  6. რუსთავი 2სამთავრობო3-4 ოქტომბერს "თბილისობა" აღინიშნება - მრავალფეროვანი პროგრამა ხუთ ლოკაციაზე იქნება წარმოდგენილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"ყველა სივრცეს აერთიანებს გასტრონომიული და მუსიკალური ნაწილი, ასევე, საბავშვო გასართობი აქტივობები" - თბილისობის სახალხო დღესასწაული დედაქალაქის 5 ლოკაციაზე მასშტაბურად აღინიშნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები