ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“გალტ ენდ თაგარტმა” 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 5.3%-მდე გაზარდა

საინვესტიციო ბანკმა “გალტ ენდ თაგარტმა” ნავთობზე მაღალი ფასების შენარჩუნების ფონზე 2026 წლის საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი 5.1%-დან 5.3%-მდე გაზარდა და არ გამორიცხავს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდას.

“გალტ ენდ თაგარტმა” 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 5.3%-მდე გაზარდა
“გალტ ენდ თაგარტმა” 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 5.3%-მდე გაზარდაBM.GE

ნავთობზე მაღალი ფასების შენარჩუნების ფონზე, “გალტ ენდ თაგარტმა” 2026 წლის საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი 5.1%-დან 5.3%-მდე გაიზარდა.

საინვესტიციო ბანკმა ახალი ანგარიში წარადგინა, სადაც ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები გააანალიზა. მათი შეფასებით, აგვისტოში წლიური ინფლაციის აჩქარება ასახავდა იმპორტირებული ინფლაციის ზრდას (5.7% წ/წ, ივლისის 5.3%-დან) და შერეული საქონლის ინფლაციას (5.3% წ/წ, 4.4%-დან). ადგილობრივი ინფლაცია კი, პირველი მაჩვენებლებისგან განსხვავებით, აგვისტოში 5.9%-მდე შემცირდა, წინა თვის 6.4%-დან.

“გლობალურად ნავთობზე შენარჩუნებული მაღალი ფასების გათვალისწინებით, 2026 წლის საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი 5.3%-მდე გავზარდეთ"- ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, “გალტ ენდ თაგარტში” ფიქრობენ, რომ მკაცრი გლობალური ფინანსური პირობებისა და საპროცენტო განაკვეთების დიფერენციალის შენარჩუნების საჭიროებიდან გამომდინარე, 2026 წლის განმავლობაში არ გამოირიცხება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდა. ასეთ შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთი 8.5% გახდება.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
"ინფლაცია გამოწვევაა რეგიონისთვისაც" - როგორია ინფლაციის დონე საქართველოს მეზობელ ქვეყნებში?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები