ირაკლი კირცხალია – გუშინ განცხადება გავაკეთე, რომ გახარიას ე.წ. პარტია საკონსტიტუციო სარჩელს დაემატება და ამის შემდეგ, საღად მოაზროვნე ადამიანი როგორ იფიქრებს, რომ უმრავლესობის რომელიმე დეპუტატი მათ კანონპროექტს მხარს დაუჭერს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ კანონპროექტისთვის მხარი არ მიუცია და სხდომა ტექნიკური ხარვეზის გამო გამოტოვა. მისი თქმით, უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს გახარიას პარტიის ინიციატივას. თავის მხრივ, ფრაქციის ინფორმაციით, მათ კანონპროექტს მხარი უმრავლესობის რამდენიმე წევრმა, მათ შორის ირაკლი კირცხალიამ დაუჭირა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიერ მომზადებული ცვლილებებისთვის ხმა არ მიუცია.
როგორც ირაკლი კირცხალიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა, როდესაც დეპუტატებმა კენჭი შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით კანონპროექტს უყარეს.
ირაკლი კირცხალია ფიქრობს, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს, რაც მისი თქმით, საპარლამენტო ცხოვრებაში ხშირად ხდება.
„ეს ყველაფერი სასაცილოა და ამ თემაზე კომენტარის გაკეთება სასაცილო მგონია. გახარიას პარტიას ჭიქაში ქარიშხლის მოწყობა უნდა და თან რა თემაზე? – გუშინ, ბრიფინგზე განცხადება გავაკეთე, რომ მათი ე.წ. პარტია საკონსტიტუციო სარჩელს დაემატება. ამის შემდეგ, ჭკუათმყოფელი, საღად მოაზროვნე ადამიანი როგორ იფიქრებს, რომ უმრავლესობის რომელიმე დეპუტატი გახარიების კანონპროექტს მხარს დაუჭერს და მის მიერვე მიღებული კანონის წინააღმდეგ ხმას მისცემს. ეს ყველაფერი სასაცილოა. გახარიას პარტიის წევრებმა საპარლამენტო ცხოვრება არ იციან და ეს ბევრ რამეში გამოჩნდა. საპარლამენტო ცხოვრებაში ასეთი რაღაცები ხდება. ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, დარბაზშიც არ იყავით დღესო. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ შეიძლება, ტექნიკური ხარვეზი იყო. უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო ან რაღაც გაჭედილი იყო. სასაცილოები არიან, რომ ამ თემის „აწევა“ უნდათ. ეს ყველაფერი ღიმილისმომგვრელია და ალბათ, თავადაც ეღიმებათ. ასეთი რაღაც საპარლამენტო ცხოვრებაში ხდება და ამაზე კომენტარის გაკეთება არასერიოზულია“, – განაცხადა კირცხალიამ.
პარლამენტში ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიერ მომზადებული ცვლილებები კენჭისყრაზე ჩავარდა, რომელიც 2024 წლამდე მოქმედი საკანონმდებლო ნორმების აღდგენას გულისხმობდა.
ფრაქციის ინფორმაციით, მათ კანონპროექტს მხარი უმრავლესობის რამდენიმე წევრმა დაუჭირა, მათ შორის ირაკლი კირცხალიამ.
ციტატები სტატიიდან
„ეს ყველაფერი სასაცილოა და ამ თემაზე კომენტარის გაკეთება სასაცილო მგონია. გახარიას პარტიას ჭიქაში ქარიშხლის მოწყობა უნდა და თან რა თემაზე? – გუშინ, ბრიფინგზე განცხადება გავაკეთე, რომ მათი ე.წ. პარტია საკონსტიტუციო სარჩელს დაემატება. ამის შემდეგ, ჭკუათმყოფელი, საღად მოაზროვნე ადამიანი როგორ იფიქრებს, რომ უმრავლესობის რომელიმე დეპუტატი გახარიების კანონპროექტს მხარს დაუჭერს და მის მიერვე მიღებული კანონის წინააღმდეგ ხმას მისცემს. ეს ყველაფერი სასაცილოა. გახარიას პარტიის წევრებმა საპარლამენტო ცხოვრება არ იციან და ეს ბევრ რამეში გამოჩნდა. საპარლამენტო ცხოვრებაში ასეთი რაღაცები ხდება. ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, დარბაზშიც არ იყავით დღესო. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ შეიძლება, ტექნიკური ხარვეზი იყო. უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო ან რაღაც გაჭედილი იყო. სასაცილოები არიან, რომ ამ თემის „აწევა“ უნდათ. ეს ყველაფერი ღიმილისმომგვრელია და ალბათ, თავადაც ეღიმებათ. ასეთი რაღაც საპარლამენტო ცხოვრებაში ხდება და ამაზე კომენტარის გაკეთება არასერიოზულია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.