გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, სადაც მოთხოვნილია გამოძიების დუშეთიდან თბილისში გადმოტანა და საქმეში გამომძიებელთა ახალი გუნდის ჩართვა. ადვოკატი შსს-ს გადაწყვეტილებას ელოდება.

გურამ დადიანის საქმის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ახალ ინფორმაციას ავრცელებს:
„გურამ დადიანიძის საქმეზე:
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მოვითხოვეთ გამოძიების დუშეთიდან თბილისში გადმოტანა!
სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა რესურსი ყველა დეტალის გასარკვევად.
საქმეში უნდა მოხდეს გამომძიებელთა ახალი გუნდის ჩართვა!
მადლობა, რომ ამ 2 თვეში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი!
გამწარებულმა დედამ უნდა გაიგოს მისი შვილის ამბავი!
მადლობა საზოგადოებას ასეთი ნდობისთვის, მაგრამ საქმის გამოძიებას არ ატარებს დაზარალებულის ადვოკატი. საქმის გამოძიების უფლება აქვს მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს და არა ადვოკატს.
ველოდებით შსს-ს გადაწყვეტილებას“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.