ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებაა, ყველას უნდა გასცეს სამართლებრივი პასუხი - ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის პოსტზე

ქართული ოცნება

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში ბერა ივანიშვილის პოსტზე საუბრისას განაცხადა, რომ სწორი გადაწყვეტილებაა ყველას სამართლებრივი პასუხის გაცემა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ მიზანმიმართული შეტევები და ბინძური სცენარები ხორციელდება.

რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებაა, ყველას უნდა გასცეს სამართლებრივი პასუხი - ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის პოსტზე
რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებაა, ყველას უნდა გასცეს სამართლებრივი პასუხი - ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის პოსტზერუსთავი 2

"ყველა შესაძლო გზითა და სცენარით უტევენ... რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებაა, ყველას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა, რითაც ბერა ივანიშვილის პოსტს გამოეხმაურა.

ირაკლი კირცხალიას თქმით, კონკრეტული ჯგუფები მუდმივად ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის სახელი შებღალონ.

"ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის სახელი უდიდესი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობენ და ისარგებლებენ ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და ისტორია დაინახავს. ყველა შესაძლო გზითა და სცენარით უტევენ - შვილს, ქველმოქმედებას თანხის კეთებას არქმევენ.

ერთი სიუჟეტი გაკეთდა, გამორჩეულად ვიხსენებ ამ სიუჟეტს, მისი ოჯახის წევრის ობიექტი იყო, სახლი თუ შენობა იდგა საბურთალოს რაიონში და მის გვერდით ადამიანს ჰქონდა თავის შენობა შემოღობილი, აქ მოხდა რაღაც ამბავი, ვიღაც დაჭრეს თუ დააკავეს. სიუჟეტი დაიწყო, რა მოხდა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრის არსებულ ობიექტზეო - კატასტროფა. აბასთუმანი სამოთხეს დაემსგავსა და "ბელგიური შოკოლადისფრად" შეღებილ სახურავზე საუბრობენ - ავადმყოფობასთან გვაქვს საქმე. ვინ აკეთებს ამ ყველაფერს - "ფორმულა" ე.წ. ტელევიზიები, რომლებიც ვიცით, ვისი ფულიდან ფინანსდება. ვიცით, რა საქმეები აღძრული მათი დამფუძნებლისა და დამფინანსებლის წინააღმდეგ.

რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებაა, ყველას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი. ეს არის ავტორიტეტებთან ბრძოლა, ერთ-ერთი მეთოდი იმ ბინძური სცენარის, რომელიც არის ჩვენ ქვეყანაში, თუ როგორ გახადონ ჩვენი ქვეყანა მოწყვლადი, გაანადგურონ ყველაფერი რასაც საზოგადოება პატივს სცემს", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველა შესაძლო გზითა და სცენარით უტევენ... რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებაა, ყველას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ე.წ. ტელევიზიები, რომლებიც ვიცით, ვისი ფულიდან ფინანსდება. ვიცით, რა საქმეები აღძრული მათი დამფუძნებლისა და დამფინანსებლის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებაა, ყველას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი. ეს არის ავტორიტეტებთან ბრძოლა, ერთ-ერთი მეთოდი იმ ბინძური სცენარის, რომელიც არის ჩვენ ქვეყანაში, თუ როგორ გახადონ ჩვენი ქვეყანა მოწყვლადი, გაანადგურონ ყველაფერი რასაც საზოგადოება პატივს სცემს“
ირაკლი კირცხალია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.