ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

საქართველოს საპატრიარქო რუსული დელეგაციის ვიზიტს ორი დღის განმავლობაში მალავდა

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქომ რუსული დელეგაციის ვიზიტი ორი დღის განმავლობაში დამალა. ინფორმაცია რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალური განცხადებიდან გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც დელეგაცია საქართველოში 28 სექტემბერს ჩამოვიდა და სხვადასხვა ქალაქში იმყოფებოდა.

საქართველოს საპატრიარქო რუსული დელეგაციის ვიზიტს ორი დღის განმავლობაში მალავდა
საქართველოს საპატრიარქო რუსული დელეგაციის ვიზიტს ორი დღის განმავლობაში მალავდაTV პირველი

საქართველოს საპატრიარქო, რუსული დელეგაციის ვიზიტს ორი დღის განმავლობაში მალავდა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს მიერ დღეს 30 სექტემბერს გავრცელებული ოფიციალური განცხადებიდან გამჟღავნდა.

რუსეთის საპატრიარქომ 30 სექტემბერს 14:17 გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში, რუსეთის საპატრიარქოს მაღალი რანგის დელეგაცია იყო და ისინი საქართველოში 28 სექტემბერს ჩამოვიდნენ. რამდენიმე საათში, უკვე საპატრიარქოს ტელევიზიამ გაავრცელა შეხვედრის ამსახველი კადრები და საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგნელის კომენტარი.

რუსეთის საპატრიარქოს პრესრელიზიდან დგინდება, რომ 28 სექტმებერს თბილისში ჩამოსულ რუს სასულიერო პირებს, დახვედრა მოუწყვეს თბილისის საერთაშორსო აეროპორტიში. 29 სექტმებერს კი იმყოფებოდნენ, გორსა და მცხეთაში.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.