ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

,,გურამ დადიანიძის დაკარგვის საქმესთან დაკავშირებით ახალი მნიშვნელოვანი გარემოებები იკვეთება“ – ადვოკატი

ადვოკატი ნუცა თოფურია აცხადებს, რომ გურამ დადიანიძის დაკარგვის საქმესთან დაკავშირებით ახალი მნიშვნელოვანი გარემოებები იკვეთება. მისი თქმით, არსებული ინფორმაციით, დადიანიძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის კონსულტაციებს გადიოდა და მოუწოდებს საზოგადოებას, მიაწოდონ ინფორმაცია ამ სპეციალისტების შესახებ.

,,გურამ დადიანიძის დაკარგვის საქმესთან დაკავშირებით ახალი მნიშვნელოვანი გარემოებები იკვეთება“ – ადვოკატი
,,გურამ დადიანიძის დაკარგვის საქმესთან დაკავშირებით ახალი მნიშვნელოვანი გარემოებები იკვეთება“ – ადვოკატიალია

ადვოკატი ნუცა თოფურია წერს, რომ გურამ დადიანიძის საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება:

,,გურამ დადიანიძის დაკარგვის საქმესთან დაკავშირებით ახალი მნიშვნელოვანი გარემოებები იკვეთება.

ჩვენთვის არსებული ინფორმაციით, გურამ დადიანიძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის კონსულტაციებს გადიოდა. აღნიშნული გარემოება გამოძიებისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს. შესაბამისად, აუცილებელია დადგინდეს, რა იყო სპეციალისტებთან მიმართვის მიზეზი, რა სახის დახმარებას იღებდა გურამ დადიანიძე და როგორი იყო მისი მდგომარეობა დაკარგვამდე პერიოდში.

ჩვენთვის რთულად წარმოსადგენია, რომ გურამ დადიანიძის მამიდას არ ახსოვდეს, რომელ ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან დაჰყავდა გურამი და რა მიზნით.

თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია იმ ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის შესახებ, რომლებთანაც გურამ დადიანიძეს შესაძლოა კონსულტაცია ჰქონოდა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია.

ნებისმიერი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც კი, შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს გურამ დადიანიძის დაკარგვასთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად.!”

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.