გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში აქცია მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საჯარო სკოლის დახურვის გამო აქცია მიმდინარეობს. მშობლები და პედაგოგები სკოლის გახსნას ან ალტერნატიულ შენობაში სწავლის გაგრძელებას მოითხოვენ. ადგილზე მყოფი გურჯაანის მერის, გიორგი მაჭავარიანის განცხადებით, მერიამ მოსწავლეთა ტრანსპორტირება უკვე უზრუნველყო და ისინი სწავლის გაგრძელებას გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში შეძლებენ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში აქცია მიმდინარეობს.
პროტესტი სოფელში არსებულის სკოლის დახურვას მოჰყვა.
საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა და პედაგოგებმა სკოლის გახსნის მოთხოვნით გზის გადაკეტვა სცადეს თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცათ.
მშობლები და პედაგოგები სწავლის გაგრძელებას მოითხოვენ ,ძველი სკოლის ეზოში არსებულ მეორე შენობაში.
„ეს არის წარმოუდგენელი.სად უნდა ვიაროთ,სად მივაღებინო განათლება?“სასწავლო პროცესი დაიწყო და ასე ვართ გაკვეთილების გარეშე.ონლაინ რა უნდა ისწავლო.”აცხადებენ აქციის მონაწილეები
მათივე თქმით,სკოლა ონლაინ სწავლებაზე მას შემდეგ გადავიდა რაც რეაბილოტააცის მიზეზით მოსწავლეები შენობიდან გაიყვანეს,გურჯაანის მერიამ მოსწავლეების სხვა სკოლაში ტრანსპორტირების საკითხი კი დროულად ვერ მოაგვარა.
აქციის მონაწილე მშობლები ასევე ერქპერიზის იმ დასკვნას ითხოვე,რომლის საფუძველზეც შენობის ერთო ნაწილოს დემონტაჟი იგეგმება.ისინი,განათლების სამინისტროს წარმომადგენლის ჩაასვლას და კითხვებზე პასუხის გაცემას ელოდებიან.
ასდგილზე ჩავიდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი.
გიორგი მაჭავარიანის განმარტებით,მერიამ უკვს უზრუნველყო მოსწავლეების ტრანსპორტირების საკითი და სწავლას გააგრძელებენ გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლაში, სადაც საგაკვეთილო პროცესი მეორე ცვლაში ჩაუტარდებათ.
ველისციხის საჯარო 500 მოსწავლეა რეგისტრირებული.მათ სკოლის დემონტაჟის შესახ ინფორმაცია ახალი სასწავლის წლის დაეყებიდან რქმდენიმე დღეში გაიგეს
ციტატები სტატიიდან
„სასწავლო პროცესი დაიწყო და ასე ვართ გაკვეთილების გარეშე.ონლაინ რა უნდა ისწავლო.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.