ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

„ოცნების“ 14-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა გახარიას ფრაქციის კანონპროექტს

ქართული ოცნებისა და ხალხის ძალის 16-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა პარტია საქართველოსთვის საკანონმდებლო ინიციატივას შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული ნორმების გაუქმების შესახებ. მათ არ განუმარტავთ, შეცდომით მისცეს თუ არა ხმა ოპოზიციური ფრაქციის კანონპროექტს, რომელიც 28 ხმით 16-ის წინააღმდეგ მაინც ჩავარდა.

„ოცნების“ 14-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა გახარიას ფრაქციის კანონპროექტს
„ოცნების“ 14-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა გახარიას ფრაქციის კანონპროექტსნეტგაზეთი

„ქართული ოცნებისა“ და მისი სატელიტი „ხალხის ძალის“ 16-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა „გახარია — საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით 2024 წლის შემდეგ მიღებული რეპრესიული ნორმების გაუქმებას ითვალისწინებდა.

მათ არ განუმარტავთ, შეცდომით მისცეს თუ არა ხმა ოპოზიციური ფრაქციის კანონპროექტს, რომელიც 28 ხმით, 16-ის წინააღმდეგ, მაინც ჩავარდა. თავად გიორგი გახარიას პარტიას პარლამენტში 12 დეპუტატი ჰყავს.

პარტიამ „საქართველოსთვის“ გაავრცელა კენჭისყრის შედეგები, რომლის მიხედვითაც, რეპრესიული კანონების გაუქმებას მხარი დაუჭირა „ხალხის ძალის“ 2-მა და „ქართული ოცნების“ 14-მა დეპუტატმა, უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კირცხალიას ჩათვლით.

კერძოდ, კანონპროექტის მხარდამჭერებს შორის არიან:

„ქართული ოცნებიდან“:

ალუდა ღუდუშაური

ირაკლი კირცხალია

თეა წულუკიანი

ნიკოლოზ სამხარაძე

თორნიკე ბერეკაშვილი

ისკო დასენი

ზაალ დუგლაძე

ვახტანგ თურნავა

სამველ მანუკიანი

ანტონ ობოლაშვილი

გოდერძი ჩანქსელიანი

ვასილ ჩიგოგიძე

გივი ჭიჭინაძე

გიორგი ჭყონია

„ხალხის ძალიდან“:

გურამ მაჭარაშვილი

ეკა სეფაშვილი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.