ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ვისურვებდი, შეეშვას ასეთი წერილების გამოგზავნას, ვინაიდან ჩვენ ამით ვერაფერს დაგვაკლებს და ისევ საკუთარ თავს იზიანებს - ლევან მაჭავარიანი ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილზე

ქართული ოცნება

მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს, სადაც ის თავის პრემიერობის პერიოდის წარმატებებზე საუბრობს. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, განაცხადა, რომ ღარიბაშვილის განცხადებები ოპოზიციურ სტილს ჰგავს და წარმატებები გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

ვისურვებდი, შეეშვას ასეთი წერილების გამოგზავნას, ვინაიდან ჩვენ ამით ვერაფერს დაგვაკლებს და ისევ საკუთარ თავს იზიანებს - ლევან მაჭავარიანი ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილზე
ვისურვებდი, შეეშვას ასეთი წერილების გამოგზავნას, ვინაიდან ჩვენ ამით ვერაფერს დაგვაკლებს და ისევ საკუთარ თავს იზიანებს - ლევან მაჭავარიანი ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილზერუსთავი 2

ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს, სადაც მსჯავრდებული ექსპრემიერი პრემიერობის პერიოდზე წერს და ამბობს, რომ ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალურ-საზოგადოებრივი წარმატებები პირადად მისი დამსახურებაა, შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წერილები შინაარსით ოპოზიციურ განცხადებებს ჰგავს.

"მე პირველივე წერილზე გავაკეთე კომენტარი, რომ არ მცოდნოდა, რომ ავტორი იყო ბატონი ღარიბაშვილი, ვიფიქრებდი, რომ ეს სააკაშვილის წერილი იყო ან ელისო კილაძის და აგრძელებს იგი იმავე სტილში.

ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც იგი ჩვენი ლიდერი იყო ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ასეთ დონეზე არის დაცემული და ის წარმატებები, რომელიც მართლა მიღწეული არის ბოლო წლების განმავლობაში, პოსტკოვიდის პერიოდიდან მიმართებით, რასაც იგი ადარებს, ეს ყველაფერი არის ჯამში გუნდის დამსახურება. პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება და რა თქმა უნდა, ღარიბაშვილსაც თავისი წვლილი შეტანილი აქვს, თუმცა რა კონტექსტშიც იგი საუბრობს, თითქოს მას აქვს ეს ყველაფერი გაკეთებული, ესეც, რა თქმა უნდა, ძალიან უნამუსო განცხადებაა მისი მხრიდან და მართლა ვისურვებდი, გულწრფელად ვამბობ, რომ იგი შეეშვას ასეთი წერილების გამოგზავნას, ვინაიდან ჩვენ ამით ვერაფერს ვერ დაგვაკლებს და ისევ და ისევ საკუთარ თავს იზიანებს", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე პირველივე წერილზე გავაკეთე კომენტარი, რომ არ მცოდნოდა, რომ ავტორი იყო ბატონი ღარიბაშვილი, ვიფიქრებდი, რომ ეს სააკაშვილის წერილი იყო ან ელისო კილაძის და აგრძელებს იგი იმავე სტილში. ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც იგი ჩვენი ლიდერი იყო ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ასეთ დონეზე არის დაცემული და ის წარმატებები, რომელიც მართლა მიღწეული არის ბოლო წლების განმავლობაში, პოსტკოვიდის პერიოდიდან მიმართებით, რასაც იგი ადარებს, ეს ყველაფერი არის ჯამში გუნდის დამსახურება. პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება და რა თქმა უნდა, ღარიბაშვილსაც თავისი წვლილი შეტანილი აქვს, თუმცა რა კონტექსტშიც იგი საუბრობს, თითქოს მას აქვს ეს ყველაფერი გაკეთებული, ესეც, რა თქმა უნდა, ძალიან უნამუსო განცხადებაა მისი მხრიდან და მართლა ვისურვებდი, გულწრფელად ვამბობ, რომ იგი შეეშვას ასეთი წერილების გამოგზავნას, ვინაიდან ჩვენ ამით ვერაფერს ვერ დაგვაკლებს და ისევ და ისევ საკუთარ თავს იზიანებს“
ლევან მაჭავარიანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.