მათიკაშვილი ღარიბაშვილზე: უხერხულია, როდესაც ქვეყნის ყველა მიღწევას საკუთარ თავზე იბრალებს
მათიკაშვილმა ყოფილი პრემიერის მიერ ქვეყნის წარმატებების საკუთარ თავზე მიწერა და ქონების დაგროვება გააკრიტიკა.

პოლიტიკურ ამპლუაში გადატანა ყოფილ პრემიერს სამართლებრივი დავის კარგს არაფერს მისცემს, რამეთუ უმნიშვნელოვანესი კითხვა, რომელზედაც პასუხი აქვს მას გასაცემი, თუ საიდან მოხდა იმ დიდძალი ქონების დაგროვება, რომელიც საპროცესო მოქმედებების შედეგად იქნა მისი კუთვნილი ქონებიდან ამოღებული. და ასევე, რბილად რომ ვთქვათ, არის ძალიან უხერხული, როდესაც ქვეყნის ყველა მიღწევას, ყველა წარმატებას საკუთარ თავზე იბრალებს, არ ახსენებს გუნდს, არ ახსენებს ქვეყნის მნიშვნელოვან წინსვლის გარანტორს, რომელმაც ეს წარმატება განაპირობა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…