ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ლევან მახაშვილი – IRI-ის კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობა ხელისუფლებას ენდობა და ხელისუფლების მიერ არჩეული გზა სწორია

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობალელოფედერალისტები

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, IRI-ის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მოსახლეობა ხელისუფლებას ენდობა, ხოლო ოპოზიციის მიერ დაშვებული შეცდომები და გადაწყვეტილებები მოსახლეობის ინტერესებს ეწინააღმდეგება. სტატიაში ასევე მოცემულია სოციალურ ქსელში გავრცელებული IRI-ის კვლევის პარტიული რეიტინგების მონაცემები.

ლევან მახაშვილი – IRI-ის კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობა ხელისუფლებას ენდობა და ხელისუფლების მიერ არჩეული გზა სწორია
ლევან მახაშვილი – IRI-ის კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობა ხელისუფლებას ენდობა და ხელისუფლების მიერ არჩეული გზა სწორიაპირველი არხი

IRI-ს კვლევა ე.წ. ოპოზიციისთვის დამანგრეველი შედეგია, რადგან აშიშვლებს და აფასებს იმ ძალიან მძიმე პოლიტიკურ შეცდომებს, რაც ამ ოპოზიციურმა ფლანგმა დაუშვა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, კვლევა აჩვენებს, რომ ოპოზიციური ფლანგის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები მოსახლეობის სურვილებისა და ინტერესების წინააღმდეგია,

„IRI-ის კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობა ხელისუფლებას ენდობა და ხელისუფლების მიერ არჩეული გზა სწორია. ეს ე.წ. ოპოზიციისთვის დამანგრეველი შედეგია, რადგან აშიშვლებს და აფასებს იმ ძალიან მძიმე პოლიტიკურ შეცდომებს, რაც ამ ოპოზიციურმა ფლანგმა დაუშვა, განსაკუთრებით, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში. რა იყო ეს? – ეს იყო მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ დაპირისპირების ახალი კერების გაჩენა, დამატებითი დაძაბულობის კერების გაჩენა, პოლიტიკური კრიზისის შექმნის მცდელობა და ა.შ. ეს არ იყო მოსახლეობის დაკვეთა და ამ კვლევამაც სწორედ ამაზე მიუთითა, რომ მათი გადაწყვეტილებები სრულ წინააღმდეგობაში იყო იმისა, თუ რა სურვილები და ინტერესები ჰქონდა მოსახლეობას“, – განაცხადა მახაშვილმა.

სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ სლაიდს, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს; „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%. 2-2% აქვთ: იაგო ხვიჩიას პარტია „გირჩს“, ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“. 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „ხალხის პარტიას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„IRI-ის კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობა ხელისუფლებას ენდობა და ხელისუფლების მიერ არჩეული გზა სწორია. ეს ე.წ. ოპოზიციისთვის დამანგრეველი შედეგია, რადგან აშიშვლებს და აფასებს იმ ძალიან მძიმე პოლიტიკურ შეცდომებს, რაც ამ ოპოზიციურმა ფლანგმა დაუშვა, განსაკუთრებით, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში. რა იყო ეს? – ეს იყო მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ დაპირისპირების ახალი კერების გაჩენა, დამატებითი დაძაბულობის კერების გაჩენა, პოლიტიკური კრიზისის შექმნის მცდელობა და ა.შ. ეს არ იყო მოსახლეობის დაკვეთა და ამ კვლევამაც სწორედ ამაზე მიუთითა, რომ მათი გადაწყვეტილებები სრულ წინააღმდეგობაში იყო იმისა, თუ რა სურვილები და ინტერესები ჰქონდა მოსახლეობას“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.