პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მცირე მარნებისთვის სერტიფიცირების საფასურის გაუქმების დადგენილება ძალაში შევიდა

საქართველოს მთავრობა

ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება, რომლის თანახმადაც მცირე მარნები ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის სერტიფიცირების საფასურისგან გათავისუფლდნენ.

მცირე მარნებისთვის სერტიფიცირების საფასურის გაუქმების დადგენილება ძალაში შევიდა
BM.GE

მცირე მარნები ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის სერტიფიცირების საფასურისგან გათავისუფლდნენ - შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გადაწყვეტილება კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ უკვე ძალაში შევიდა.

მცირე მარნებისთვის სერტიფიცირების საფასურის გაუქმების გადაწყვეტილება მათთან ჩატარებული კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, 1 სექტემბრიდან ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელების სერტიფიკატის გაცემის მომსახურება ფასიანი გახდა. მთავრობის ახალი დადგენილებით, მცირე მარნებისთვის ეს მომსახურება უფასოდ განხორციელდება, თუმცა თავად სერტიფიცირების პროცედურის გავლა მათთვის კვლავ სავალდებულო რჩება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობომცირე მარნები ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის სერტიფიცირების საფასურისგან გათავისუფლდნენ
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
დავით სონღულაშვილი: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მცირე მარნებისთვის სერტიფიცირების მომსახურების საფასური გაუქმდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები