ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ძალადობის არ დაგმობა არის მისი წახალისება, ამ ყველაფერში ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია დავინახოთ ძალადობისკენ მიმხრობა ევროკავშირის - დავით მათიკაშვილი

მმართველი გუნდი ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარის სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილს. დავით მათიკაშვილის განცხადებით, ძალადობის არდაგმობა მისი წახალისებაა და ევროკავშირის მხრიდან ძალადობისკენ მიმხრობა იკვეთება.

ძალადობის არ დაგმობა არის მისი წახალისება, ამ ყველაფერში ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია დავინახოთ ძალადობისკენ მიმხრობა ევროკავშირის - დავით მათიკაშვილი
ძალადობის არ დაგმობა არის მისი წახალისება, ამ ყველაფერში ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია დავინახოთ ძალადობისკენ მიმხრობა ევროკავშირის - დავით მათიკაშვილირუსთავი 2

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვრცელ წერილს ეხმიანებიან მმართველ გუნდში. საუბარია პოსტზე, სადაც შალვა პაპუაშვილი კორძისა და სააკაშვილის მხრიდან გინების ფონზე საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციაზე, ე.წ. სექტის ქცევასა და ევროკავშირის წარმომადგენლობის პოზიციაზე აკეთებს აქცენტს, რომელიც პარლამენტის სპიკერის შეფასებით, ძალადობისა და სიძულვილის წახალისებას უწყობს ხელს.

უმრავლესობის თქმით, ბოლო დროინდელი მოვლენებით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ეს ყველაფერი შიგნიდან კი არა, გარედან არის დაგეგმილი და მართული.

"არ დაგმობა ძალადობისა არის მისი წახალისება. ამ ყველაფერში ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია დავინახოთ ძალადობისკენ მიმხრობა ევროკავშირისა, ევროპული იმ ძალებისა, რომელთაც საქართველოში ძალადობის მხარდაჭერით, ძალადობის არდაგმობით, რა თქმა უნდა, მისი წახალისების პირდაპირ ინსცენირებას ახდენენ", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არ დაგმობა ძალადობისა არის მისი წახალისება. ამ ყველაფერში ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია დავინახოთ ძალადობისკენ მიმხრობა ევროკავშირისა, ევროპული იმ ძალებისა, რომელთაც საქართველოში ძალადობის მხარდაჭერით, ძალადობის არდაგმობით, რა თქმა უნდა, მისი წახალისების პირდაპირ ინსცენირებას ახდენენ“
დავით მათიკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.