ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

დონალდ ტრამპმა $15-მილიარდიანი ფოლადის ქარხნის მშენებლობის გეგმა წარადგინა

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომპანია Mesabi Metallics-ის მიერ აიოვას შტატში აშშ-ის ისტორიაში უმსხვილესი, 15 მილიარდი დოლარის ღირებულების ფოლადის ქარხნის მშენებლობის გეგმა წარადგინა. საწარმო 2030 წლისთვის ამოქმედდება და 1,750 მუდმივ სამუშაო ადგილს შექმნის.

დონალდ ტრამპმა $15-მილიარდიანი ფოლადის ქარხნის მშენებლობის გეგმა წარადგინა
დონალდ ტრამპმა $15-მილიარდიანი ფოლადის ქარხნის მშენებლობის გეგმა წარადგინაBM.GE

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომპანია Mesabi Metallics-ის მიერ აშშ-ის ისტორიაში უმსხვილესი ფოლადის ქარხნის მშენებლობის გეგმა წარადგინა.

როგორც ირკვევა, აიოვას შტატში დაგეგმილი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 15 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის ინდუსტრიაში უპრეცედენტო მასშტაბისაა. საწარმოო პროცესის დაწყება 2030 წლისთვის იგეგმება, რაც მოგვიანებით 1,750 მუდმივ სამუშაო ადგილს შექმნის.

რაც შეეხება პროექტის დეტალებს, ახალი საწარმო 100%-ით ამერიკულ ნედლეულს გამოიყენებს. კერძოდ, ქარხანა მინესოტას შტატში მდებარე მაღაროდან მოპოვებული რკინის მადნით მომარაგდება.

აღსანიშნავია, რომ დასახელებული ობიექტის განვითარება თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი ღირებულება 2.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. თავის მხრივ, პროექტის პირველი ფაზა წლიურად 7.5 მილიონ ტონა ფოლადს გამოიმუშავებს, სამომავლოდ კი მაჩვენებელი 10 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.