ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 14 წლისაა - საიუბილეო კვირეულის ფარგლებში მგზავრებს სპეციალური შეთავაზებები ელოდებათ

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 14 წლის გახდა. საიუბილეო კვირეულის ფარგლებში მგზავრებს სპეციალური შეთავაზებები, ფასდაკლებები და გასართობი აქტივობები ელოდებათ. აეროპორტში აღნიშნეს Wizz Air-ის ბაზის დაარსებიდან 10 წლისთავიც. მიმდინარეობს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სამუშაოები, რაც დიდი ზომის ხომალდების მიღებისა და ფრენების გაფართოების საშუალებას მისცემს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 14 წლისაა - საიუბილეო კვირეულის ფარგლებში მგზავრებს სპეციალური შეთავაზებები ელოდებათ
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 14 წლისაა - საიუბილეო კვირეულის ფარგლებში მგზავრებს სპეციალური შეთავაზებები ელოდებათრუსთავი 2

მილიონობით მგზავრი და ათიათასობით შესრულებული რეისი - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 14 წლისაა. საიუბილეო კვირეული მრავალფეროვანი ღონისძიებებით მიმდინარეობს. კომპანიები მგზავრებს სპეციალურ ფასდაკლებებსა და გასართობ აქტივობებს სთავაზობენ.

საქართველოდან ევროპაში ყველაზე მეტი პირდაპირი რეისი სწორედ ქუთაისის აეროპორტიდან სრულდება. რომი, ათენი, მადრიდი, ბარსელონა - ფრენების ძირითად ნაწილს ავიაკომპანია Wizz Air ასრულებს. საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, Wizz Air-ის ქუთაისის ბაზის დაარსებიდან 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც გაიმართა.

14-წლიანი ისტორიის განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა აეროპორტის სერვისები და ინფრასტრუქტურა. განახლდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და არაერთხელ გაფართოვდა ტერმინალი. ამ ეტაპზე აეროპორტის ბაზაზე 6 ავიაკომპანია 16 ქვეყნის მიმართულებით ოპერირებს.

სულ მალე, ქუთაისი დიდი ზომის სამგზავრო და სატვირთო ხომალდების მიღებას შეძლებს. აეროპორტის ახალი, 3,5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. პროექტი შორ მანძილზე საჰაერო კავშირების გაფართოების შესაძლებლობასაც შექმნის.

2026 წლის პირველ ექვს თვეში აეროპორტი მილიონ 200 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებიდან მოგზაურებს ქუთაისში ჩამოსვლა პირდაპირი ფრენებით შეუძლიათ, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საიუბილეო კვირეული 4 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ პერიოდში მგზავრებს სპეციალური ტარიფები, ინტერნეტპაკეტები და სხვადასხვა გათამაშება ელოდებათ.

ავტორი: ირაკლი კოშაძე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.