ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ღარიბაშვილი VS კობახიძე - პატიმარი ექს პრემიერის ახალ წერილის მთავარი აქცენტი

პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რიგით მერვე პოლიტიკური წერილი გამოაქვეყნა, სადაც თავის მთავარ მიღწევად 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ასახელებს და საზოგადოებას ეკითხება, გაუმჯობესდა თუ არა ქვეყანაში მდგომარეობა.

ღარიბაშვილი VS კობახიძე - პატიმარი ექს პრემიერის ახალ წერილის მთავარი აქცენტი
ღარიბაშვილი VS კობახიძე - პატიმარი ექს პრემიერის ახალ წერილის მთავარი აქცენტიTV პირველი

ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ - "ხალხს მინდა ვკითხო: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?" - ეს არის პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის რიგით მერვე, პოლიტიკური წერილის მთავარი აქცენტი.

ღარიბაშვილის განცხადებით, სურს საზოგადოებას შეახსენოს რა ვითარებაში დაინიშნა მეორედ პრემიერის თანამდებობაზე და რა გააკეთა.

მთავრობის ყოფილი მეთაური მისი პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ასახელებს.

ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების უკომპრომისო დაცვითა და ჩვენი გუნდის საერთო ძალისხმევით, 2023 წლის დეკემბერში მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მიღწეული შედეგებით და, რაც მთავარია, დემოკრატიული მეთოდებით, პოლიტიკურად გავანულეთ მთელი რადიკალური ოპოზიცია, სათქმელი და სალაპარაკო არ დავუტოვეთ არავის. ჩემი მთავრობის მუშაობის მოწონების რეიტინგი 2024 წლის იანვარში 60% იყო, ისევე როგორც პარტიის რეიტინგი.

ამ შედეგებით დავტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2024 წლის იანვრის ბოლოს.

მას შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა და ხალხს მინდა ვკითხო: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?"- წერს ღარიბაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ხალხს მინდა ვკითხო: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.