ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

Reuters - რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ვაშინგტონში ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილა

Reuters-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი ვაშინგტონში ამერიკელ მაღალჩინოსნებს შეხვდა. მხარეებმა უკრაინაში ომის დასრულებისა და შესაძლო ენერგეტიკული ინიციატივების საკითხები განიხილეს.

Reuters - რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ვაშინგტონში ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილა
Reuters - რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ვაშინგტონში ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილაინტერპრესნიუსი

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ვაშინგტონში ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილა, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კირილ დმიტრიევსა და ამერიკელ მაღალჩინოსნებს შორის „კონსტრუქციული“ მოლაპარაკებები შედგა.

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში დმიტრიევი აშშ-ის ხაზინისა და ენერგეტიკის დეპარტამენტების წარმომადგენლებს შეხვდა.

„დმიტრიევი ვაშინგტონში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ომის დასრულების შემდეგ აშშ-რუსეთის შესაძლო ენერგეტიკული ინიციატივების შესახებ კონსტრუქციული დისკუსიების გასაგრძელებლად იმყოფებოდა“, - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.