გიორგი კახიანი – მუსიკოსმა ალექსანდრე კორძაიამ მოსახლეობას შეურაცხყოფა მიაყენა, ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ თურმე, ეს გამოხატვის თავისუფლება ყოფილა
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ მუსიკოსმა ალექსანდრე კორძაიამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო ევროკავშირის წარმომადგენლობამ ეს გამოხატვის თავისუფლებად შეაფასა, რაც, მისი თქმით, რადიკალიზმისა და სიძულვილის ენის წახალისებაა.

მუსიკოსმა ალექსანდრე კორძაიამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას შეურაცხყოფა მიაყენა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ თურმე, ეს გამოხატვის თავისუფლება ყოფილა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ხდება რადიკალიზმის და სიძულვილოს ენის წახალისება, რასაც ადგილი აქვს ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან.
„მუსიკოსმა ალექსანდრე კორძაიამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას შეურაცხყოფა მიაყენა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ თურმე, ეს გამოხატვის თავისუფლება ყოფილა. როცა ასეთ განცხადებას აკეთებ, ამით რადიკალიზმს და სიძულვილის ენას ახალისებ. როგორც წესი, ამას კონკრეტული მოქმედება მოჰყვება ხოლმე. თუ ამ ყველაფერს ამ კონტექსტში შევხედავთ, ვნახავთ, რომ რადიკალიზმის და სიძულვილოს ენის წახალისება ხდება, რასაც ადგილი სამწუხაროდ, ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან აქვს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
ციტატები სტატიიდან
„მუსიკოსმა ალექსანდრე კორძაიამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას შეურაცხყოფა მიაყენა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ თურმე, ეს გამოხატვის თავისუფლება ყოფილა. როცა ასეთ განცხადებას აკეთებ, ამით რადიკალიზმს და სიძულვილის ენას ახალისებ. როგორც წესი, ამას კონკრეტული მოქმედება მოჰყვება ხოლმე. თუ ამ ყველაფერს ამ კონტექსტში შევხედავთ, ვნახავთ, რომ რადიკალიზმის და სიძულვილოს ენის წახალისება ხდება, რასაც ადგილი სამწუხაროდ, ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან აქვს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.