ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - საქართველოს გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე ქვეყანაში შრომის ანაზღაურება იზრდება და საშუალო თვიური ხელფასი 2389 ლარს შეადგენს. მისი თქმით, 2026 წლის 7 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა 7.9%-ია და ეს ტენდენცია მომავალ წლებშიც შენარჩუნდება.

ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - საქართველოს გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს
ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - საქართველოს გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვსრუსთავი 2

„მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე იზრდება შრომის ანაზღაურება, კერძოდ, 2026 წლის მე-2 კვარტალში შრომის ანაზღაურება 177 ლარზე მეტადაა გაზრდილი და საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 2389 ლარს შეადგენს“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

შრომის ანაზღაურების ზრდის ტენდენციებზე საუბრისას მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ის, ფაქტობრივად, ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში ფიქსირდება, მათ შორის - საფინანსო და სადაზღვევო, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ჯანდაცვის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე ტრანსპორტის და დასაწყობების და სხვა სექტორებში.

„აქვე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - საქართველოს გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს. მათ შორის, თუ შევხედავთ 2026 წლის 7 თვის მაჩვენებლებს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.9%-ია“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პროგნოზით, ქვეყანა მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს მთლიანად 2026 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს, მისი შეფასებით, ასევე საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება მომავალ წლებშიც.

„მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდა, მათ შორის, განპირობებულია პროდუქტიულობის ზრდით, რაც პირდაპირ აისახება შრომის ანაზღაურების ზრდაზე. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა აგრძელებს კერძო სექტორის მხარდაჭერას, რაც, საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება შრომის ბაზრის მაჩვენებლებზე“ - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე იზრდება შრომის ანაზღაურება, კერძოდ, 2026 წლის მე-2 კვარტალში შრომის ანაზღაურება 177 ლარზე მეტადაა გაზრდილი და საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 2389 ლარს შეადგენს“
ვახტანგ ცინცაძე
„აქვე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - საქართველოს გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს. მათ შორის, თუ შევხედავთ 2026 წლის 7 თვის მაჩვენებლებს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.9%-ია“
ვახტანგ ცინცაძე
„მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდა, მათ შორის, განპირობებულია პროდუქტიულობის ზრდით, რაც პირდაპირ აისახება შრომის ანაზღაურების ზრდაზე. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა აგრძელებს კერძო სექტორის მხარდაჭერას, რაც, საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება შრომის ბაზრის მაჩვენებლებზე“
ვახტანგ ცინცაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.