ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ შუალედური არჩევნების წინ ფოსტით ხმის მიცემის შეზღუდვის შესახებ ტრამპის გეგმა უარყო

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სადავო გეგმა დაბლოკა, რომელიც ფოსტით გასაგზავნი ბიულეტენების წესების შეცვლას და აშშ-ის საფოსტო სამსახურისთვის მილიონობით ბიულეტენის შეჩერების უფლების მინიჭებას ითვალისწინებდა. სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციას სარჩელის მოგების მცირე შანსი ჰქონდა, ხოლო შტატებს არ აქვთ საკმარისი დრო არჩევნებამდე ახალი წესების დასანერგად.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ შუალედური არჩევნების წინ ფოსტით ხმის მიცემის შეზღუდვის შესახებ ტრამპის გეგმა უარყო
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ შუალედური არჩევნების წინ ფოსტით ხმის მიცემის შეზღუდვის შესახებ ტრამპის გეგმა უარყორუსთავი 2

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სადავო გეგმა დაბლოკა, - ინიციატივა ფოსტით გასაგზავნი ბიულეტენების წესების შეცვლას ითვალისწინებდა. საარჩევნო ოფიციალური პირები აფრთხილებდნენ, რომ ამას წლევანდელ შუალედურ არჩევნებზე კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა.

უზენაესმა სასამართლომ ხელმოუწერელი ბრძანებით ახალი წესი შეაჩერა. ამ ცვლილებით, აშშ-ის საფოსტო სამსახურს მილიონობით ბიულეტენის შეჩერების უფლება მიეცემოდა.

როგორც მედია წერს, სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციას სარჩელის მოგების მცირე შანსი ჰქონდა. ამომრჩევლებისთვის მოსალოდნელი ზიანი კი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. გადაწყვეტილებას უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი მხოლოდ ორი მოსამართლე წავიდა.

მოსამართლე ბრეტ კავანომ საკუთარ განმარტებაში აღნიშნა, რომ, მიუხედავად ფოსტის შესაძლო უფლებამოსილებისა, შტატებს არ აქვთ საკმარისი დრო, არჩევნებამდე ახალი წესების გონივრულად დანერგვა ფიზიკურად შეუძლებელია.

ტექნიკური დაბრკოლებები პროცესს კიდევ უფრო ართულებდა. ახალი წესი მოითხოვდა, რომ შტატებს ამომრჩეველთა მასობრივი მონაცემები ონლაინპორტალზე აეტვირთათ. თუმცა, ეს პორტალი ჯერ არც კი მუშაობდა. ამასთან, საჭირო გახდებოდა იმ კონვერტების შეცვლა, რომლებიც შტატების დიდმა ნაწილმა უკვე შეიძინა და მიმოქცევაშიც გაუშვა.

საქმის განხილვის პარალელურად, ფოსტის სამსახურის უსახელო წარმომადგენელმა საზოგადოება გააფრთხილა - მან აღნიშნა, რომ შტრიხკოდის თუნდაც მცირე ხარვეზმა შესაძლოა მთლიანი ფოსტის პარტია შეაჩეროს. ამან კი შესაძლოა მილიონობით ამომრჩევლისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა გამოიწვიოს.

ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ ცვლილებები ფოსტით სავარაუდო გაყალბებისგან დასაცავად იყო საჭირო. მიუხედავად ამისა, კრიტიკოსები ამას ძალაუფლების ხელში ჩაგდებად აფასებდნენ.

დემოკრატმა გენერალურმა პროკურორებმა გადაწყვეტილება დადებითად შეაფასეს. კოლორადოს შტატის მდივანმა განაცხადა, რომ ტრამპის მცდელობა ჩაიშალა. კალიფორნიის გენერალურმა პროკურორმა ამას დემოკრატიის გამარჯვება უწოდა.

კონსტიტუციის თანახმად, საარჩევნო პროცედურების განსაზღვრა მხოლოდ შტატებისა და კონგრესის პრეროგატივაა. ის არ შედის თეთრი სახლის ან ფოსტის კომპეტენციაში. შაბათ-კვირას ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ ეს წესი შუალედური არჩევნებისთვის უკვე შეაჩერა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას ამომრჩეველთა შესამოწმებლად სპეციალური ბაზის გამოყენების უფლება მისცაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები