ირაკლი კირცხალია: გახარია, ან ნებისმიერი პარტია, რომელიც ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელშია შეტანილი, არის ერთი, "კოლექტიური ნაცმოძრაობა", რომელიც გარე ძალების მხრიდან იმართება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ გახარია და სარჩელში შეტანილი სხვა პარტიები წარმოადგენენ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, რომელიც გარე ძალებიდან იმართება.

გახარია, ან ნებისმიერი პარტია, რომელიც ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელშია შეტანილი, არის ერთი, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც გარე ძალების მხრიდან იმართება, უბრალოდ, სხვადასხვა ნომერი და ფერი აქვთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
უმრავლესობის ლიდერს კითხვა ლევან მაჭავარიანის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს.
"ბატონი ლევანი [მაჭავარიანი] ახალს არაფერს ამბობს და საზოგადოებას ახსენებს, ვისთან გვაქვს რეალურად საქმე. საზოგადოებას ყოველთვის შევახსენებთ, რომ ეს სხვადასხვა ნომრის და ფერის პარტიები იყო და არის ერთი დიდი ბინძური სცენარის ნაწილი. გარე ძალები და აგენტურა მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ მათ რიგებში დივერსიფიცირება მოეხდინათ და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეეყვანათ შეცდომაში. უტიფრად აყრიან ქართველ საზოგადოებას თვალებში ნაცარს. გახარია, ან ნებისმიერი პარტია, რომელიც ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელშია შეტანილი, არის ერთი, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც გარე ძალების მხრიდან იმართება, უბრალოდ, სხვადასხვა ნომერი და ფერი აქვთ“, - განაცხადა კირცხალიამ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.