ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი აგლაძე: სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილმა ინოვაციამ მომხმარებელს 342.8 მლნ ლარის სარგებელი მოუტანა

ეკონომიკის სამინისტროსაქართველოს მთავრობა

Kursi.ge-ის თანადამფუძნებელი გიორგი აგლაძე საუბრობს სტარტაპების განვითარებაში სახელმწიფოსა და GITA-ს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, სახელმწიფო გრანტისა და ინოვაციური საქმიანობის შედეგად, მომხმარებლებმა და ბიზნესებმა 342.8 მილიონი ლარის ფინანსური სარგებელი მიიღეს.

გიორგი აგლაძე: სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილმა ინოვაციამ მომხმარებელს 342.8 მლნ ლარის სარგებელი მოუტანა
გიორგი აგლაძე: სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილმა ინოვაციამ მომხმარებელს 342.8 მლნ ლარის სარგებელი მოუტანარუსთავი 2

Kursi.ge-ის თანადამფუძნებელი გიორგი აგლაძე ბიზნეს იდეებისა და სტარტაპების გასავითარებლად სახელმწიფოს მხარდაჭერაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კონკრეტულად მათი საქმიანობის გასავითარებლად, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო ასევე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს - GITA-ს მხრიდან მიცემული შესაძლებლობები.

"Kursi.ge-ს განვითარების გზაზე სახელმწიფოს მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს - GITA-ს იმ შესაძლებლობებისთვის, რომლებიც ქართულ სტარტაპებს ეძლევათ.

ჩვენთვის GITA-ს გრანტი საწყის ეტაპზე იყო არა მხოლოდ ფინანსური რესურსი, არამედ ნდობა და შესაძლებლობა, იდეა რეალურ, მზარდ ბიზნესად გვექცია. ვფიქრობ, ჩვენი მაგალითი კარგად აჩვენებს, როგორ შეიძლება სახელმწიფოს მიერ შექმნილმა შესაძლებლობამ ხელი შეუწყოს ინოვაციური კომპანიის ზრდას, ახალი ინვესტიციების მოზიდვას და საბოლოოდ, გაცილებით ფართო ეკონომიკური ეფექტის შექმნას".

გიორგი აგლაძე წარმატებული ბიზნეს განვითარების ფონზე, მათი კომპანიისგან მომხმარებლისთვის მიღებულ სარგებელზე და ეკონომიკურ ეფექტზე საუბრობს.

"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ის სარგებელია, რომელიც საბოლოოდ ადამიანებმა და ბიზნესებმა მიიღეს. ჩვენი გამოთვლებით, მხოლოდ 2025 წელსა და 2026 წლის პირველ შვიდ თვეში, უკეთესი გაცვლითი კურსისა და ბაზარზე გაზრდილი კონკურენციის შედეგად, მომხმარებლისთვის შექმნილმა ფინანსურმა სარგებელმა 342.8 მილიონი ლარი შეადგინა. ეს არის თანხა, რომელიც მომხმარებლებსა და ბიზნესებს დარჩათ - მათ შეეძლოთ მისი დაზოგვა, დახარჯვა ან საკუთარ საქმიანობაში გამოყენება და ამ გზით ეკონომიკურ ბრუნვაში დაბრუნება. სწორედ ეს არის ჩვენთვის მთავარი შედეგი: საწყის ეტაპზე სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ინოვაცია დღეს უკვე ათასობით ადამიანისთვის ქმნის გაზომვად ფინანსურ სარგებელს და უფრო ფართო ეკონომიკურ ეფექტს", - განაცხადა გიორგი აგლაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„Kursi.ge-ს განვითარების გზაზე სახელმწიფოს მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს - GITA-ს იმ შესაძლებლობებისთვის, რომლებიც ქართულ სტარტაპებს ეძლევათ. ჩვენთვის GITA-ს გრანტი საწყის ეტაპზე იყო არა მხოლოდ ფინანსური რესურსი, არამედ ნდობა და შესაძლებლობა, იდეა რეალურ, მზარდ ბიზნესად გვექცია. ვფიქრობ, ჩვენი მაგალითი კარგად აჩვენებს, როგორ შეიძლება სახელმწიფოს მიერ შექმნილმა შესაძლებლობამ ხელი შეუწყოს ინოვაციური კომპანიის ზრდას, ახალი ინვესტიციების მოზიდვას და საბოლოოდ, გაცილებით ფართო ეკონომიკური ეფექტის შექმნას“
გიორგი აგლაძე
„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ის სარგებელია, რომელიც საბოლოოდ ადამიანებმა და ბიზნესებმა მიიღეს. ჩვენი გამოთვლებით, მხოლოდ 2025 წელსა და 2026 წლის პირველ შვიდ თვეში, უკეთესი გაცვლითი კურსისა და ბაზარზე გაზრდილი კონკურენციის შედეგად, მომხმარებლისთვის შექმნილმა ფინანსურმა სარგებელმა 342.8 მილიონი ლარი შეადგინა. ეს არის თანხა, რომელიც მომხმარებლებსა და ბიზნესებს დარჩათ - მათ შეეძლოთ მისი დაზოგვა, დახარჯვა ან საკუთარ საქმიანობაში გამოყენება და ამ გზით ეკონომიკურ ბრუნვაში დაბრუნება. სწორედ ეს არის ჩვენთვის მთავარი შედეგი: საწყის ეტაპზე სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ინოვაცია დღეს უკვე ათასობით ადამიანისთვის ქმნის გაზომვად ფინანსურ სარგებელს და უფრო ფართო ეკონომიკურ ეფექტს“
გიორგი აგლაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
800 მილიონ ლარზე მეტი კერძო კაპიტალი და წარმატებული ქართული სტარტაპების ეფექტი ეკონომიკაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები