ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

რუსული ავიაკომპანია Red Wings საქართველოს მიმართულებით 23 ახალი მარშრუტის დამატებას გეგმავს

რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა რუსეთსა და საქართველოს შორის 23 ახალ მარშრუტზე ფრენის ნებართვა მოითხოვა, მათ შორის ექვსი თბილისის, ხოლო 17 ბათუმის მიმართულებით.

რუსული ავიაკომპანია Red Wings საქართველოს მიმართულებით 23 ახალი მარშრუტის დამატებას გეგმავს
რუსული ავიაკომპანია Red Wings საქართველოს მიმართულებით 23 ახალი მარშრუტის დამატებას გეგმავსტაბულა

რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა რუსეთსა და საქართველოს შორის 23 ახალ მარშრუტზე ფრენის ნებართვა მოითხოვა – ექვსზე თბილისის, ხოლო 17-ზე ბათუმის მიმართულებით.

რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, რომელიც რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს დოკუმენტებს ეყრდნობა, ავიაკომპანიამ თბილისისკენ ფრენის ნებართვა ომსკიდან, ვოლგოგრადიდან, იჟევსკიდან, კრასნოიარსკიდან, სარატოვიდან და სურგუტიდან მოითხოვა.

ამასთან, Red Wings-მა ბათუმის მიმართულებით 17 ქალაქიდან ფრენის ნებართვაც მიიღო: მათ შორისაა ასტრახანი, ჩერეპოვეცი, ჩებოქსარი, ულიანოვსკი, სიქტივკარი, სურგუტი, სტავროპოლი, ორენბურგი, ომსკი, ნიჟნეკამსკი, კალინინგრადი, ირკუტსკი, იჟევსკი, ბარნაული, კრასნოიარსკი, ვოლგოგრადი და სარატოვი.

2026 წლის ზაფხულის სეზონზე Red Wings საქართველოს მიმართულებით ფრენებს რუსეთის 15 ქალაქიდან ასრულებდა. რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წელს დაწესებული აკრძალვა 2023 წლის მაისში გააუქმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.