პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უნგრეთის ეროვნულმა ასამბლეამ პეტერ მადიარს საპარლამენტო იმუნიტეტი შეუჩერა - შესაძლოა, მის მიმართ გამოძიება ქურდობის ბრალდებით დაიწყოს

უნგრეთის ეროვნულმა ასამბლეამ პეტერ მადიარს საპარლამენტო იმუნიტეტი შეუჩერა. შესაძლოა მის მიმართ გამოძიება ქურდობის ბრალდებით დაიწყოს კლუბში ტელეფონის წართმევისა და დუნაიში გადაგდების ინციდენტის გამო.

უნგრეთის ეროვნულმა ასამბლეამ პეტერ მადიარს საპარლამენტო იმუნიტეტი შეუჩერა - შესაძლოა, მის მიმართ გამოძიება ქურდობის ბრალდებით დაიწყოს
რუსთავი 2

უნგრეთის ეროვნულმა ასამბლეამ, 139 ხმით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო იმუნიტეტი შეუჩერა.

პეტერ მადიარის მიმართ, შესაძლოა, გამოძიება ქურდობის ბრალდებით დაიწყოს.

როგორც უნგრული მედია წერს, ევროპარლამენტის 2024 წლის არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ, 21 ივნისს, ბუდაპეშტის ღამის კლუბ "ოტკერტში" მადიარი კამათში ჩაება მამაკაცთან, რომელიც ვიდეოს უღებდა. მადიარმა მოულოდნელად ხელიდან გამოგლიჯა ტელეფონი და, მოგვიანებით, მდინარე დუნაიში გადააგდო. ტელეფონი წყლიდან მყვინთავებმა ამოიღეს.

ცნობისთვის, მადიარმა თავისი ფრაქციის წევრებს სთხოვა, მისთვის იმუნიტეტი შეეჩერებინათ. მისი თქმით, დანაშაული არ ჩაუდენია და ახლაც ისევე მოიქცეოდა, როგორც 2 წლის წინ მოიქცა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოEuronews: უნგრეთის პარლამენტმა პეტერ მადიარს იმუნიტეტი მოუხსნა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პეტერ მადიარის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში ორი განცხადება შევიდა - როგორც გამოცემა Magyar Nemzet-ი წერს, საქმე ეხება გამოძალვისა და ოჯახური ძალადობის შესაძლო ფაქტებს, რაც პოლიტიკოსის ყოფილი მეუღლის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, იუდიტ ვარგას ჩვენებებს ეფუძნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები