ნიკა ჩერქეზიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბევრ სფეროში გაუმძაფრდა ნდობის კრიზისი და განსაკუთრებით განათლების სისტემაში, სასკოლო განათლების მიმართულებით
პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრის, ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას განათლების სისტემაში ნდობის კრიზისი აქვს. მისი თქმით, სკოლების დოკუმენტაცია ფალსიფიცირდება, რის გამოც დედაქალაქსა და რეგიონებში სკოლებში სასწავლო პროცესი შეფერხდა და საპროტესტო აქციები იმართება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბევრ სფეროში გაუმძაფრდა ნდობის კრიზისი და განსაკუთრებით განათლების სისტემაში, სასკოლო განათლების მიმართულებით, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა ნიკა ჩერქეზიშვილმა განაცხადა.
ჩერქეზიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ კონკრეტულ სკოლებთან დაკავშირებით აყალბებს ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტაციას და ამის მაგალითია თბილისის 21-ე სკოლის შემთხვევა, რომლის დანგრევაზე უარიც ხელისუფლებამ პროტესტის შედეგად თქვა უარი.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბევრ სფეროში გაუმძაფრდა ნდობის კრიზისი და განსაკუთრებით განათლების სისტემაში, სასკოლო განათლების მიმართულებით. ამის დასტურია 21-ე საჯარო სკოლის გარშემო მიმდინარე პროტესტი, ასევე მე-14 საჯარო სკოლის გარშემო არსებული პროტესტი და დღეს კიდევ 166-ე სკოლის სასკოლო საზოგადოებამ დააანონსა მორიგი პროტესტი. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აღარ იწვევს ნდობას. ფაქტობრივად, აყალბებენ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებს და ამის დასტური იყო 21-ე სკოლის შემთხვევა, როდესაც ჯერ ეს სკოლა გამოაცხადეს მეორე ხარისხის კატეგორიის ავარიულ სკოლად და ამის შემდეგ, მშობლების პროტესტის კვალობაზე, შეცვალეს ეს გადაწყვეტილება და ეს ჯაჭვური რეაქციით მოედო თბილისის სხვა სკოლებს. თქვენ იცით, რომ თბილისში 284 არსებული სკოლიდან, 38 სკოლაში არ განახლებულა სასწავლო პროცესი და ახლა ამ სკოლების სასკოლო საზოგადოება აანონსებს პროტესტებს და არა მარტო თბილისში, ეს ვრცელდება საქართველოს არაერთ რეგიონში, მათ შორის, ვახსენებდი მისაქციელის სკოლას, სადაც ასევე მძაფრად არის აღნიშნული პროტესტი“.- განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…