ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, კერძოდ ვიდეომასალას იკვლევენ.

სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობსინტერპრესნიუსი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, ვიდეომასალას.

სხდომას ესწრება ირაკლი ჩიხლაძე.

ცნობისთვის, ირაკლი ჩიხლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.

მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ჩიხლაძეს ედავებიან, რომ "უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას".

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.