ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი – ევროკავშირს რეალობისთვის თვალის გასწორება მოუწევს, 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო გასაწევრიანებლად ყველაზე მომზადებული იქნება

ქართული ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ევროკავშირს რეალობისთვის თვალის გასწორება მოუწევს და 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის გასაწევრიანებლად ყველაზე მომზადებული იქნება. მან ასევე ისაუბრა ევრობიუროკრატების პოლიტიკასა და ბრიუსელთან არსებულ ურთიერთობებზე.

ლევან მაჭავარიანი – ევროკავშირს რეალობისთვის თვალის გასწორება მოუწევს, 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო გასაწევრიანებლად ყველაზე მომზადებული იქნება
ლევან მაჭავარიანი – ევროკავშირს რეალობისთვის თვალის გასწორება მოუწევს, 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო გასაწევრიანებლად ყველაზე მომზადებული იქნებაპირველი არხი

ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულება გრძელდება, ამაზე ყველაზე კარგად ის მეტყველებს, როდესაც შუა დერეფანზე საუბრისას საქართველოს არ ახსენებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს მინისტერიალზე იწვევენ, საქართველოს არ პატიჟებენ, თითქოს ის შავ ზღვას არ ესაზღვრება.

„ადრე თუ გვიან, რეალობისთვის თვალის გასწორება მოუწევთ. რაც შეეხება უშუალოდ გაფართოებას და ახალი წევრების მიღებას, ევროკავშირის ოფიციალური პოზიციაა, ეს 2030 წლამდე არ მოხდება. ჩვენ გარანტირებულად შეგვიძლია, ვთქვათ, 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მომზადებული ქვეყანა იქნება გასაწევრებლად“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კითხვაზე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ „ეს არის ევრობიუროკრატების უგუნური პოლიტიკის შედეგი“.

„მხოლოდ „ქართული ოცნება“ არ ვართ იმ რეჟიმში, რომ დღეს ურთიერთობა ბრიუსელის ბიუროკრატიასთან არ გვქონდეს. მათ არანაკლებ გაფუჭებული ურთიერთობა აქვთ ამერიკასთან, ვიდრე საქართველოსთან. არ მგონია, საქათველოს და აშშ-ის ერთად ისეთი რამ დაეშავებინათ, რომ დღეს ბრიუსელთან ფაქტობრივდ ურთიერთობა არ არსებობს. ვიმედოვნებთ, რომ მმართველი კლასი გადახედავს თავის უგუნურ პოლიტიკას და ურთიერთიბები დალაგდება, როგორც ჩვენსა და ბრიუსელს შორის, ასევე ბრიუსელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ევროკავშირის მოსახლეობისთვის, ისე როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის უსაფრთხიების ქოლგა, რომელსაც ნატო სთვაზობს ევროკავშირს და ამის მთავარი გარანტორი ამერიკის შეერთებული შტატებია“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

გამოცემა „პოლიტიკომ“ ევროკავშირში წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნდა სტატია იმის შესახებ, რომ ევროკავშირი ამზადებს წინადადებებს, რომლის მიხედვით, ბლოკში გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს მყოფი ოთხი ქვეყანა – მონტენეგრო, უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო, ეტაპობრივ გეგმას მიიღებენ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს არის ევრობიუროკრატების უგუნური პოლიტიკის შედეგი“
„ადრე თუ გვიან, რეალობისთვის თვალის გასწორება მოუწევთ. რაც შეეხება უშუალოდ გაფართოებას და ახალი წევრების მიღებას, ევროკავშირის ოფიციალური პოზიციაა, ეს 2030 წლამდე არ მოხდება. ჩვენ გარანტირებულად შეგვიძლია, ვთქვათ, 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მომზადებული ქვეყანა იქნება გასაწევრებლად“
ლევან მაჭავარიანი
„მხოლოდ „ქართული ოცნება“ არ ვართ იმ რეჟიმში, რომ დღეს ურთიერთობა ბრიუსელის ბიუროკრატიასთან არ გვქონდეს. მათ არანაკლებ გაფუჭებული ურთიერთობა აქვთ ამერიკასთან, ვიდრე საქართველოსთან. არ მგონია, საქათველოს და აშშ-ის ერთად ისეთი რამ დაეშავებინათ, რომ დღეს ბრიუსელთან ფაქტობრივდ ურთიერთობა არ არსებობს. ვიმედოვნებთ, რომ მმართველი კლასი გადახედავს თავის უგუნურ პოლიტიკას და ურთიერთიბები დალაგდება, როგორც ჩვენსა და ბრიუსელს შორის, ასევე ბრიუსელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ევროკავშირის მოსახლეობისთვის, ისე როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის უსაფრთხიების ქოლგა, რომელსაც ნატო სთვაზობს ევროკავშირს და ამის მთავარი გარანტორი ამერიკის შეერთებული შტატებია“
ლევან მაჭავარიანი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი – ევრობიუროკრატებმა მარტივ ჭეშმარიტებას უნდა გაუსწორონ თვალი, რომ საქართველო შავ ზღვას ესაზღვრება და შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო მონაწილეაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები