პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის №21 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდება

განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტროს ცნობით, თბილისის №21 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდება. გადაწყვეტილება ექსპერტებთან კონსულტაციებისა და სამხარაულის ეროვნული ბიუროს განმარტებების საფუძველზე მიიღეს. სკოლის შენობა არ დაინგრევა, თუმცა მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, ხოლო სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია 2027-2028 სასწავლო წლიდან იწყება.

თბილისის №21 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდება
BM.GE

განათლების სამინისტროს ცნობით, თბილისის №21 საჯარო სკოლაში დღეიდან, 28 სექტემბრიდან, სასწავლო პროცესი განახლდება.

სამინისტრო იუწყება, რომ გადაწყვეტილება ექსპერტებთან კონსულტაციებისა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობის საფუძველზე მიიღო.

ამავე დროს, სამინისტრო აცხადებს, რომ სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიღებული დამატებითი განმარტებების საფუძველზე დაზუსტდა ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც სკოლის შენობაში ამ ეტაპზეა საჭირო.

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში, სადაც 1200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 17 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ ექსპერტიზამ შენობის დემონტაჟის შესახებ დასკვნა მოამზადა.

სკოლის დემონტაჟის და მოსწავლეების სხვა შენობაში გადაყვანის იდეას 21-ე სკოლის მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან წინააღმდეგობა და პროტესტი მოჰყვა - 18 სექტემბერს სკოლასთან აქცია გაიმართა.

24 სექტემბერს განათლების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლიდანაც გაირკვა, რომ სკოლის შენობას აღარ დაანგრევდნენ. უწყებაში აღნიშნავდნენ, რომ „შენობაში აუცილებელია კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება“, რაც რამდენიმე კვირა უნდა გაგრძელდეს. ამის შემდეგ, მიმდინარე სასწავლო წელს მოსწავლეები ამავე სკოლაში დაასრულებენ, 2027/2028 სასწავლო წლის დასაწყისიდან კი სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია დაიწყება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურითბილისის №21 სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგა
  2. ალიაოპოზიციურითბილისის №21 სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგა
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა 21-ე სკოლაზე 10 სექტემბერს გაიცა, თუმცა 15-ში სასწავლო პროცესი მაინც გახსნესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები