ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

უკრაინაში მსხვერპლია რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის შედეგად

15 სექტემბერს დილით რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ზაპოროჟიესა და ოდესაზე, მასირებული შეტევა მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით. თავდასხმების შედეგად კიევში დაიღუპა ერთი და დაშავდა 8 ადამიანი, ზაპოროჟიეში დაიღუპა ენერგოკომპანიის თანამშრომელი, ხოლო ოდესაში დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და პორტები. რუმინეთის საზღვrთან მიახლოებული დრონების გამო რუმინეთმა გამანადგურებლები გაუშვა.

უკრაინაში მსხვერპლია რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის შედეგად
უკრაინაში მსხვერპლია რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის შედეგადრადიო თავისუფლება

15 სექტემბერს დილით რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე.

შეტევას მოჰყვა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

კიევი

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კიევზე დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე ავტოგასამართი სადგურები იყო.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა 8 ადამიანი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ერთ-ერთი მძიმედ დაშავებული საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ავტოგასამართ სადგურებზე შეტევა იყო კიევის დარნიცკის და გოლოსიივსკის რაიონებში.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის და კიევის მერის ინფორმაციით, დაზიანებული და დამწვარია არასაცხოვრებელი შენობებიც. რა შენობებია ეს, არ დაუკონკრეტებიათ.

ზაპოროჟიე

15 სექტემბერს დილით რუსული დრონებით შეტევა იყო ქალაქ ზაპოროჟიეზე.

ზაპოროჟიეს საოლქო ენერგოკომპანიის ცნობით, დარტყმის სამიზნე იყო ქალაქის ელექტროქსელი. დაიღუპა ენერგოკომპანიის ერთი თანამშრომელი და ერთი მძიმედ დაიჭრა.

ზაპოროჟიეს ნაწილი ენერგომომარაგების გარეშე დარჩა

ოდესა

15 სექტემბერს დილით ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მასირებული შეტევა იყო რეგიონის სამოქალაქო ინფრასტრქუტურაზე. დაზიანებულია სახლები და ლოგისტიკის, პორტების და სატრანსპორტო ობიექტები.

ადმინისტრაციას კონკრეტული პორტები და სხვა ობიექტები არ დაუსახელებია. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ოდესის ოლქზე შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოდესის ოლქის დასახლებულ პუნქტ ველიკაია ბალკაში დაარტყეს ლოგისტიკის ცენტრს, სადაც უცხოეთიდან მიღებული სამხედრო ტვირთი ინახებოდა, ხოლო ჩერნომორსკის პორტში გემს, რომელსაც უკრაინის არმიისთვის განკუთვნილი ტვირთი გადაჰქონდა.

სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

15 სექტემბერს უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევისას რამდენიმე დრონი მიუახლოვდა ოდესის ოლქთან მოსაზღვრე რუმინეთს, რის გამოც სამხედრო სარდლობამ პატრულირებისთვის გაგზავნა ორი გამანადგურებელი F-16.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უშუალოდ ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრა არ დაუფიქსირებიათ.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.