ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

"პირველების" ინფორმაციით, "ტრამპ თაუერის" პრეზენტაციაზე თბილისში დონალდ ტრამპის შვილი არ ჩამოდის

„პირველების“ ინფორმაციით, თბილისში „ტრამპ თაუერის“ პრეზენტაციაზე დონალდ ტრამპის შვილი, ერიკ ტრამპი არ ჩამოდის და ღონისძიებას დისტანციურად ჩაერთვება. პრეზენტაციას ბიზნესმენებთან ერთად მთავრობის წევრებიც დაესწრებიან. ოპოზიცია და კორუფციის მკვლევარები აცხადებენ, რომ პროექტი იპოდრომის რეკრეაციულ ზონას გაანადგურებს და მავნეა ქალაქისთვის, ხოლო ხელისუფლების მცდელობა, ამ გზით აშშ-სთან ურთიერთობები დაალაგოს, გულუბრყვილოა.

"პირველების" ინფორმაციით, "ტრამპ თაუერის" პრეზენტაციაზე თბილისში დონალდ ტრამპის შვილი არ ჩამოდის
"პირველების" ინფორმაციით, "ტრამპ თაუერის" პრეზენტაციაზე თბილისში დონალდ ტრამპის შვილი არ ჩამოდისTV პირველი

"ტრამპ თაუერის" პრეზენტაციაზე თბილისში დონალდ ტრამპის შვილი არ ჩამოდის - "პირველების" ინფორმაციით, "ოცნებასთან" დაახლოებული დეველოპერები ერიკ ტრამპის ჩამოსვლას ელოდებოდნენ, თუმცა ის დღევანდელ ღონისძიებას მხოლოდ დისტანციურად ჩაერთვება.

პრეზეტაცია საღამოს 20:00 საათზეა ჩანიშნული. ბიზნესმენებთან ერთად ღონისძიებაზე იქნებიან მთავრობის წევრებიც.

კორუფციის მკვლევარები და ოპოზიცია ამბობს, რომ ივანიშვილს ამ პროექტით ამერიკასთან ურთიერთობების დალაგების იმედი აქვს, რაც არ გამოუვა.

ამ უსახური და ქალაქისთვის შეუსაბამო დანაშაუალებრივი პროექტის გავლით, შტატებთან და ტრამპთან ურთიერთობის დალაგება არის ძალიან გულუბრყვილო, არასწორი წარმოდგენა. ყველამ კარგად იცის, რომ ერთ-ერთი უკანსაკნელი მწვანე სივრცის განადგურების ხარჯზე შექმნილი მორიგი დეველეპერული გაუგებრობა და ურბანული გენოციდის გაგრძელება "ოცნების" მხრიდან, ხოლო გეოპოლიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით, ვერცერთ შემთხვევაში ეს პროექტი ვერ მოახდეს იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის შედეგად არის შექმნილი, ამ დანაშაულის ადგილის გაკეთილშობილება ვერცერთი მოქმედი თუ ყოფილი პრეზიდენტის სახელის მიწებებით ვერ მოხდება და როგორც ჩანს, ეს კარგად იციან ტრამპის ორგანიზაციაში, საიდანაც აქ არცერთი მათი წარმომადგენლის ვიზიტი არ არის დაგეგმილი მაღალი დონის და ტრამპის ოჯახიდან არავის ჩამოსვლა არ არის დაგეგმილი", - აცხადებს საბა ბუაძე.

ექსპერტები ასევე საუბრობენ იპოდრომის რეკრეციული ზონის განადგურებაზე და ამბობენ, რომ ამ შენობა-ნაგებობის აშენებით ქალაქს მძიმე ზიანი მიადგება,

პარადოქსულია, როდესაც ივანიშვილის მარიონეტები, რომელბიც ტრამპს "დიფ-სთეითის" მიერ მართულს და მის მორჩილებაში მყოფს უწოდებენ, ახლა ხარობენ, რომ ვიღაცამ რამდენიმე მილიონი გადაიხადა სწორედ იმავე პრეზიდნტ ტრამპის სახელის გამოყენებაში თბილისში არსებულ შენობა-ნაგებობაზე. რაც შეეხება შენობა-ნაგებობას, ის ქალაქისთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი და ძალიან მავნე გადაწყვეტელებაა იპოდრომის რეკრეაციული სივრცის განადგურება, თუნდაც იქ ტრამპ-თაუერი შენდებოდეს", - ამბობს ირაკლი აბესაძე.

ცნობისთვის, პროექტის დეველოპერებმა Trump Organization-თან შენობის ბრენდინგის შესახებ შეთანხმებას მაისში მოაწერეს ხელი. გარიგება გულისხმობს ტრამპის სახელისა და ბრენდის გამოყენებას, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო პროექტებში, სადაც Trump Organization უშუალოდ მშენებლობას არ ახორციელებს, თუმცა დეველოპერებს საკუთარ სახელზე დაფუძნებული ბრენდის გამოყენების უფლებას აძლევს.

ცათამბჯენის ასაშენებლად საჭირო მიწა დეველოპერებმა 2023 წელს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ კონტროლირებადი ფონდისგან შეიძინეს. საქართველოს კორპორაციული ჩანაწერების მიხედვით, შეთანხმება ფონდისთვის საბოლოოდ 85 მილიონ დოლარამდე თანხის გადახდას ითვალისწინებდა. გადახდა ეტაპობრივად განხორციელდა და გარიგება სრულად ივლისში დასრულდა.

თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის, ე.წ. „ტრამპ თაუერის“, შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებით ოპოზიცია აცხადებს, რომ პროექტი რეალურად ამერიკული ინვესტიცია არ არის და მას ქართველი დეველოპერების ჯგუფი აფინანსებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მიერ მართულს და მის მორჩილებაში მყოფს უწოდებენ, ახლა ხარობენ, რომ ვიღაცამ რამდენიმე მილიონი გადაიხადა სწორედ იმავე პრეზიდნტ ტრამპის სახელის გამოყენებაში თბილისში არსებულ შენობა-ნაგებობაზე. რაც შეეხება შენობა-ნაგებობას, ის ქალაქისთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი და ძალიან მავნე გადაწყვეტელებაა იპოდრომის რეკრეაციული სივრცის განადგურება, თუნდაც იქ ტრამპ-თაუერი შენდებოდეს“
ირაკლი აბესაძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.