ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთი აცხადებს, რომ მისი ბაზა გიუმრიში სომხეთის უსაფრთხოების ელემენტია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის განცხადებით, მოსკოვს სომხეთის მხრიდან გიუმრიში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის გაყვანასთან დაკავშირებით ოფიციალური მიმართვა არ მიუღია. რუსეთი მიიჩნევს, რომ ეს ბაზა სომხეთისა და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ელემენტია. ადრე ვლადიმირ პუტინმაც აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა დარჩეს, თუ სომეხი ხალხი ამას მოისურვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბაზა ქვეყნიდან გავა.

რუსეთი აცხადებს, რომ მისი ბაზა გიუმრიში სომხეთის უსაფრთხოების ელემენტია
რუსეთი აცხადებს, რომ მისი ბაზა გიუმრიში სომხეთის უსაფრთხოების ელემენტიანეტგაზეთი

რუსეთს გიუმრიში განთავსებული სამხედრო ბაზიდან რუსული კონტინგენტის გაყვანასთან დაკავშირებით სომხეთის მხარისგან ამ დრომდე არანაირი მიმართვა არ მიუღია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა, „იზვესტიასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვი კვლავ მიიჩნევს, რომ გიუმრიში მდებარე რუსული სამხედრო ბაზა სომხეთისა და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.

„სომხეთის მხარისგან გიუმრიში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის გაყვანასთან დაკავშირებით მიმართვა არ მიგვიღია. კვლავ ვთვლით, რომ ის სომხეთისა და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელოვანი ელემენტია“, – განაცხადა გალუზინმა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თუ ამას სომეხი ხალხი მოისურვებს, რუსეთი მზად არის, გიუმრიში სამხედრო ბაზაზე ყოფნა შეინარჩუნოს და თანამშრომლობა გააგრძელოს.

ამასთან, პუტინის თქმით, თუ ერევანი რუსული სამხედრო კონტინგენტის ყოფნის აუცილებლობას ვერ დაინახავს, ის „თუნდაც ხვალ“ შეძლებს ქვეყნიდან გასვლას.

ფაშინიანის თქმით, სომხეთში რუსული ბაზის საჭიროებას ვეღარ ხედავს

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სომხეთის მხარისგან გიუმრიში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის გაყვანასთან დაკავშირებით მიმართვა არ მიგვიღია. კვლავ ვთვლით, რომ ის სომხეთისა და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელოვანი ელემენტია“
მიხაილ გალუზინი
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სომხური მედია: რუსეთი სომხეთს ბუნებრივი აირის მიწოდების სრულად შეწყვეტით ემუქრებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები