მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკითა და დიპლომატიით არის შესაძლებელი ტერიტორიების დეოკუპაცია და ურთიერთნდობის აღდგენა - ცოტნე ანანიძე
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ტერიტორიების დეოკუპაციისა და ურთიერთნდობის აღდგენის ერთადერთი გზა მშვიდობიანი პოლიტიკა, შერიგება და დიპლომატიაა. მან ასევე გააკრიტიკა ოპოზიცია და აღნიშნა, რომ ქვეყანამ მშვიდობიან კურსს არ უნდა გადაუხვიოს.

"სოხუმის დაცემიდან 33-ე წელს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ურთიერთნდობის დაბრუნების ერთადერთი გზა მშვიდობიანი პოლიტიკა, შერიგება და დიპლომატიაა", - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
ცოტნე ანანიძე ყურადღებას ამახვილებს არსებულ პოლიტიკურ რეალობაზე, ოპოზიციის ქმედებებსა და იმ პრინციპულ კურსზე, რომელსაც ქვეყანამ არ უნდა გადაუხვიოს.
"დღეს, სამწუხაროდ, სოხუმის დაცემიდან 33-ე წელს, გვყავს სეპარატისტული რეჟიმის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიცია საქართველოში, ხალხი, რომელიც უტიფრად გვიწოდებს პრორუსულს, მაგრამ ისეთ საჩუქრებს უგზავნის თავისი განცხადებით კრემლს და სეპარატისტულ ხელისუფლებას, არც დაესიზმრებოდათ.
ეს არის ის რეალობა, რაც კარგად უნდა დაინახონ საქართველოს მოქალაქეებმა. მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკით, მხოლოდ შერიგებით, მხოლოდ დიპლომატიით არის შესაძლებელი ჩვენს ძმებთან ურთიერთნდობის აღდგენა და ტერიტორიების დეოკუპაცია. ეს არის ის რეალობა, რა რეალობასაც არავინ არ უნდა გადაუხვიოს, რა პოლიტიკური გემოვნებაც და პოზიციაც არ უნდა ჰქონდეს", - აცხადებს ცოტნე ანანიძე.
ციტატები სტატიიდან
„სოხუმის დაცემიდან 33-ე წელს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ურთიერთნდობის დაბრუნების ერთადერთი გზა მშვიდობიანი პოლიტიკა, შერიგება და დიპლომატიაა“
„დღეს, სამწუხაროდ, სოხუმის დაცემიდან 33-ე წელს, გვყავს სეპარატისტული რეჟიმის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიცია საქართველოში, ხალხი, რომელიც უტიფრად გვიწოდებს პრორუსულს, მაგრამ ისეთ საჩუქრებს უგზავნის თავისი განცხადებით კრემლს და სეპარატისტულ ხელისუფლებას, არც დაესიზმრებოდათ. ეს არის ის რეალობა, რაც კარგად უნდა დაინახონ საქართველოს მოქალაქეებმა. მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკით, მხოლოდ შერიგებით, მხოლოდ დიპლომატიით არის შესაძლებელი ჩვენს ძმებთან ურთიერთნდობის აღდგენა და ტერიტორიების დეოკუპაცია. ეს არის ის რეალობა, რა რეალობასაც არავინ არ უნდა გადაუხვიოს, რა პოლიტიკური გემოვნებაც და პოზიციაც არ უნდა ჰქონდეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.