ირაკლი კობახიძე: მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც მან ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა. დღემდე ყველაზე დიდ წარმატებას ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიაღწია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს, ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ კარიერაში წარმატებები უსურვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული საფეხბურთო ნაკრების უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს ვილი სანიოლს მადლობას უხდის.
„მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც მან ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა. დღემდე ყველაზე დიდ წარმატებას ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიაღწია. წარმატებები მას მომავალ სამწვრთნელო კარიერაში!" - წერს სოციალურ ქსელში პრემიერი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.