ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

რუსეთში არჩევნების გაყალბების კრიტიკოსი პოლიტოლოგი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

რუსეთში პოლიტოლოგი და არჩევნების ანალიტიკოსი ალექსანდრ კინევი ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დააკავეს და ორი თვით წინასწარ პატიმრობაში დატოვეს. დაკავებას წინ უძღოდა მისი კრიტიკული განცხადებები სახელმწიფო დუმის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.

რუსეთში არჩევნების გაყალბების კრიტიკოსი პოლიტოლოგი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
რუსეთში არჩევნების გაყალბების კრიტიკოსი პოლიტოლოგი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავესტაბულა

რუსეთში პოლიტოლოგი და არჩევნების დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ალექსანდრ კინევი ნარკოტიკების გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოცემა Le Monde წერს, რომ რამდენიმე დღით ადრე კინევი სახელმწიფო დუმის არჩევნებში გაყალბებასა და ამომრჩევლებზე ზეწოლაზე საუბრობდა.

25 სექტემბერს მოსკოვის სასამართლომ კინევი ორი თვით წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო წარმოებას, გასაღებას ან გადაგზავნას ედავებიან, რაც რუსეთში 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კინევი ბრალს არ აღიარებს, მისი ადვოკატი კი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

დაკავებამდე კინევმა 18-20 სექტემბერს გამართული სახელმწიფო დუმის არჩევნები გააკრიტიკა.

მისი შეფასებით, რეალური აქტივობა ოფიციალურად გამოცხადებული დაახლოებით 60%-ის ნაცვლად 40% იყო, ხოლო მმართველ “ერთიან რუსეთს” ხმების მხოლოდ 35% უნდა მიეღო.

კინევი იმავე დღეს დააკავეს, როდესაც რუსეთის საარჩევნო კომისიამ “ერთიანი რუსეთის” გამარჯვება ოფიციალურად გამოაცხადა. მმართველმა პარტიამ სახელმწიფო დუმაში მანდატების სამ-მეოთხედზე მეტი მოიპოვა, რაც რეკორდული შედეგია.

ცნობითვის, თებერვალში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კინევი “უცხოეთის აგენტების” სიაში შეიყვანა. ამის მიუხედავად, ის ქვეყანაში დარჩა და არჩევნებზე დამოუკიდებელ დაკვირვებასა და რუსეთის რეგიონული პოლიტიკის კვლევას განაგრძობდა.

კინევის ახლობლები ნარკოტიკებთან მის კავშირს უარყოფენ და ბრალდებას ეჭვქვეშ აყენებენ. ამ ეტაპზე საქმის კონკრეტული გარემოებები საჯაროდ ცნობილი არ არის.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.