ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ზღვის უბნის ახლად გახსნილ პარკში სამუშაოები მიმდინარეობს - გადათხრილია მედიათეკის ტერორია

ზღვის უბნის ახლად რეაბილიტირებულ პარკში სარემონტო სამუშაოები განახლდა, გადათხრილია მედიათეკის ტერიტორია. მერია აცხადებს, რომ მიმდინარეობს კომუნიკაციების მოწყობა, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობენ. ადგილობრივების თქმით, ძლიერი წვიმისას სარდაფი იტბორება. სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის დამფუძნებელი ირაკლი აბესაძე პროექტის უხარისხობასა და შესაძლო კორუფციაზე მიუთითებს.

ზღვის უბნის ახლად გახსნილ პარკში სამუშაოები მიმდინარეობს - გადათხრილია მედიათეკის ტერორია
ზღვის უბნის ახლად გახსნილ პარკში სამუშაოები მიმდინარეობს - გადათხრილია მედიათეკის ტერორიაTV პირველი

ზღვის უბნის ახლად რეაბილიტირებულ პარკში, რომელიც დაახლოებით 2 წლის წინ დიდი ზეიმით გაიხსნა, ისევ სარემონტო სამუშაოები დაიწყო - "პირველებმა" დღეს გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ გადათხრილია მედიათეკის ტერორია და სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

მერია ამბობს, რომ დამატებითი კომუნიკაციების მოწყობა მიმდინარეობს, თუმცა ეს რატომ გახდა საჭირო, ამაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ადგილობრივები კი ამბობენ, რომ მედიათეკის სარდაფში ძლიერი წვიმის შემდეგ წყალი ჩავიდა და ტერიტორიაა დაიტბორა.

იმ ჭაში ბევრჯერ ბავშვი ჩავარდნილა, წივილი, კივილი და ეგეთი ამბები ხშირად ყოფილა. წვიმიანი ამინდის დროს მიშა იშლება ხოლმე. ქვემოთ ჩდმოდის და ტალახი და გუბეებია", - ამბობს ადგილობრივი.

"სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელი, ირაკლი აბესაძე უხარისხოდ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობს და კორუფციაზე მიანიშნებს.

ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი იყო, რომლითაც თავს იწონებენ და პოლიტიკური ქულებსი დაწერას ცდილობენ, თუმცა ისევე როგორც სხვა შემთხვევებშიც, ინფრასტრუქტურული პროექტები სამწუხაროდ ხორციელდება უხარისხოდ, რაც კვლავ და კვლავ შეისაძლებელია კავშირში იყოს კორუფციასთან, ფლანგვასთან და თანხების მოპარვასთან".

ტერიტორია გადათხრილია, არ ვიცით, რა პასუხს მოიფიქრებს პასუხისმგებლობისგან მუდმივად გაქცეული თბილისის მერი კალაძე, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევები, ეს უკვე არის ფაქტობრივად წესი", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.