წყალდიდობის გამო ბანგკოკი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა
უხვი ნალექის გამო ტაილანდის ხელისუფლებამ ბანგკოკი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. დატბორილია გზები და საცხოვრებელი სახლები, საგანგებო მდგომარეობა ქალაქის 50-ვე რაიონში გავრცელდა. ეწყობა დროებითი თავშესაფრები და საველე სამზარეულოები.

უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის გამო ტაილანდის ხელისუფლებამ ბანგკოკი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.
წყალდიდობის შედეგად დატბორილია გზები და საცხოვრებელი სახლები. ზოგიერთ ადგილას ავტომობილები წყალში ჩაიძირა, ადამიანებს გადაადგილება წელამდე წყალში უწევედათ.
საგანგებო მდგომარეობა ქალაქის 50-ვე რაიონში გამოცხადდა.
ბანგკოკის გუბერნატორის, ჩადჩარტ სიტიპუნტის განცხადებით, შექმნილი ვითარება „ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის“. მისივე თქმით, ყველაზე მეტად ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილი დაზარალდა.
სტიქიით დაზარალებულთათვის დროებითი თავშესაფრები და საველე სამზარეულოები ეწყობა. დაზარალებულებს დროებით საცხოვრებლად სკოლების გამოყენებაც შეეძლებათ.
მოსახლეობას მოუწოდებენ, აუცილებლობის გარეშე სახლიდან არ გავიდნენ და გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
ამასთან, სააგენტო „როიტერის“ ცნობით, სუპერმარკეტებში ხალხმრავლობაა. ადამიანები აუცილებელი პროდუქტებს იმარაგებენ.
მეტეოროლოგების ცნობით, უქმეებზე მოსალოდნელია ჭექა-ქუხილი, მომდევნო კვირის განმავლობაში კი წვიმა გაგრძელდება.
ციტატები სტატიიდან
„ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.