ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საბურთალოს რაიონის გამგეობამ ოთარ ონიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ ოთარ ონიაშვილის ქუჩაზე რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა, რომლის ფარგლებშიც ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ბორდიურები მოეწყო, გაზის მილი გამოიცვალა და ხეებს სხვლა-ფორმირება ჩაუტარდა. პროექტის დასრულებით ქუჩაზე საგზაო მოძრაობა სრულად აღდგა.

საბურთალოს რაიონის გამგეობამ ოთარ ონიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა
საბურთალოს რაიონის გამგეობამ ოთარ ონიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულარუსთავი 2

საბურთალოს რაიონის გამგეობამ ოთარ ონიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი, ასევე, მოეწყო ბორდიურები.

საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას გამოიცვალა გაზის მილიც. ქუჩაზე სხვლა- ფორმირება ჩაუტარდა ხეებს. პროექტის დასრულების შემდეგ, ონიაშვილის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება, რაც აქამდე, პროექტის მიმდინარეობის გამო, შეზღუდული იყო.

საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე აცხადებს, რომ დღეიდან ქუჩაზე გადაადგილება კომფორტული იქნება.

"დღეს ვასრულებთ, ონიაშვილის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. სამუშაოები 9 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობდა. ასევე, გამოიცვალა გაზის მიმწოდებელი ცენტრალური მილი, მოეწყო ბორდიურები, დაიგო ორფერიანი ასფალტის საფარი და დღეიდან მოსახლეობისთვის ამ ქუჩაზე გადაადგილება კომფორტული იქნება,"- აცხადებს გიზო ვასაძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს ვასრულებთ, ონიაშვილის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. სამუშაოები 9 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობდა. ასევე, გამოიცვალა გაზის მიმწოდებელი ცენტრალური მილი, მოეწყო ბორდიურები, დაიგო ორფერიანი ასფალტის საფარი და დღეიდან მოსახლეობისთვის ამ ქუჩაზე გადაადგილება კომფორტული იქნება,“
გიზო ვასაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საბურთალოს რაიონის გამგეობამ დიდ დიღომში, როსტევანის ქუჩის რეაბილიტაცია განახორციელაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები