ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

“14 ტოპ საკითხი, რაზეც არავითარ შემთხვევაში არ სურთ დისკუსია! გადაცემები!’ – ლევან ხაბეიშვილი

ნაციონალური მოძრაობა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში აკრიტიკებს მედიასა და პოლიტიკურ სივრცეში განხილულ თემებს. მისი თქმით, პროპაგანდა ყურადღებას აბსტრაქტულ საკითხებზე ამახვილებს, ხოლო რეალურ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, როგორიცაა ძვირი საწვავი, უმუშევრობა და დაბალი ხელფასები, დისკუსია არ მიმდინარეობს.

“14 ტოპ საკითხი, რაზეც არავითარ შემთხვევაში არ სურთ დისკუსია! გადაცემები!’ – ლევან ხაბეიშვილი
“14 ტოპ საკითხი, რაზეც არავითარ შემთხვევაში არ სურთ დისკუსია! გადაცემები!’ – ლევან ხაბეიშვილიალია

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

„თემებზე, სადაც ხალხი არ არის. აბსტრაქტულ, გამოგონილ სისულელეებს გვახვევენ თავს.

პროპაგანდის ტოპ 5 „საყვარელი“ თემა:

რუსოფობია;

პარტიების აკრძალვა;

სექტანტები;

უცხო ძალა;

გერმანია-საფრანგეთის დემოკრატიის პრობლემები.

ეს არის „ტოპ 5“ თემა, რაზეც უნდათ ყოველდღიური დისკუსიები, გადაცემები…

რატომ?!

იმიტომ, რომ დრო გაჰყავთ, თვეებს, წლებს „აგორებენ“ და ამასობაში, რუსეთის გუბერნიად მიგვათრევენ.

ახლა კი ტოპ საკითხები, რაზეც არავითარ შემთხვევაში არ სურთ დისკუსია! არ სურთ გადაცემები ამ საკითხებზე:

1. საწვავი გახდა 4 ლარი!

2. მკვლელობები ყოველდღიურად!

3. მკვლელი ნარკოტიკები!

4. მძარცველი საბანკო ოლიგარქია და დაყაჩაღებული ხალხი კანონის სახელით!

5. გაძვირებული ზეთი, შაქარი, წიწიბურა, კარაქი და ა.შ.

6. დაბალი ხელფასები – 400-600-800 ლარი;

7. უმუშევრობა;

8. გაზრდილი კომუნალურები – ივანიშვილის კრიპტოების გამო;

9. გაზრდილი ჯარიმები! წელს უკვე 178 მილიონი ლარი ამოიღეს ხალხის ჯიბიდან;

10. დანგრეული სკოლები და ბაღები; 11. მოწამლული ბავშვები;

12. ფარცხალაძის თანაგუნდელობაზე პასუხისმგებლობის აღება;

13. დანგრეული კულტურული მემკვიდრეობები, ნგრევის პირას მიყვანილი ტაძრები;

14. 30-50-70 თეთრი ყურძენი და შეურაცხყოფილი კახელები.

ეს არის თემები, რაზეც კატეგორიულად არ უნდათ საუბარი! გადაცემები!

რას აკეთებს „აქეთა“, ანუ ჩვენი მხარე?! 95% საუბრობს მათ „საყვარელ“ თემებზე! 5% – ხალხის რეალურ საჭიროებაზე.

მათ „ტოპ 5“ თემაზე აბსოლუტური იგნორია საჭირო! ნუღარ განიხილავთ მათ, რა უნდათ, ან რა თქვეს! ჩვენ გავაკეთოთ, ჩვენ შევქმნათ დღის წესრიგი! ნუღარ იღლებით პარტიების აკრძალვის თემით! ქვეყანა აკრძალეს!

წყალსაც წაუღია პარტიები და იუსტიციის ქაღალდი! მიუტანეთ „დახვეულ“ მდგომარეობაში კანცელარიაში და მორჩით ამ თემას!

ყველა მინუს ივანიშვილი!

ეროვნული მოძრაობა და სახალხო დღის წესრიგი არის გამარჯვების ფორმულა”, – წერს ხაბეიშვილი

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.